1. სტუდენტი, რომელიც არის ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, და რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღელბის მიზნით, გრანტის, სესხისა და სტიპენდიის გარდა, თავისუფლდება გადასახადისგან:
a) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირის მიერ გადახდილ გადასახადზე, რომელიც განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად; და
b) ანაზღაურებაზე, რომელსაც ის იღებს დასაქმებიდან, რომელსაც ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამგვარი სამუშაო პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას.
2. ამ მუხლის სარგებელი ვრცელდება მხოლოდ დროის ისეთ მონაკვეთზე, რომელიც მიზანშეწონილი იქნება განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; მაგრამ არ ვრცელდება პირზე, რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება ექვს უწყვეტ წელზე მეტი დროის განმავლობაშ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 20. სტუდენტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 16. დირექტორთა ჰონორარები
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 18. პენსიები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
- მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 25. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/01/2012.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 20, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-20/