1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ-მუშაკის მიერ, რომელიც წარმოადგენს ან წარმოადგენდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე, საგანმანათლებლო საქმიანობის, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ან ორივეს ერთად განხორციელებისას მიღებული შემოსავალი, უნივერსიტეტში, კოლეჯსა ან სხვა მსგავს ავტორიზებულ დაწესებულებაში, გათავისუფლებული უნდა იქნეს გადასახადისგან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამგვარი საგანმანათლებლო ან კვლევითი საქმიანობა ხორციელდება ჩამოსვლიდან არა უმეტეს ორი წლისა.
2. ეს მუხლი არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირი განსაზღვრული უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირად, თუ იმ ფისკალურ წელს ან იმ წლის წინამდებარე ფისკალურ წელს, როდესაც ის ეწვია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იგი განიხილებოდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტ პირა
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 16. დირექტორთა ჰონორარები
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 18. პენსიები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
- მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 25. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 26. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/01/2012.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 21, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-21/