1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი.
2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად:
ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი;
ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნის კურსი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი 1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი. 2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად: ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი; ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული მომზადებისსაწვრთნელი კურსი; გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში მომზადებას,წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისგაწევაში მომზადებისწვრთნის კურსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება