1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას.
2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ:
ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა;
ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790)
;
გ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს.
3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება 1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას. 2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ: ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა; ბ) მას(ამოღებულია აქვს- სულ14.11.2014, მცირე№2790) 3; თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) მას გავლილი აქვს აღიარებული მომზადებისსაწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ მომზადებისაწვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს. 3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება