1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს ამ ნაწილით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტებს.
2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვრთნის ან ინსტრუქტაჟის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი.
3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება.
4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი.
6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული მომზადებისაწვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები 1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარუნარ-ჩვევების - ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს შესაბამისიამ კომპეტენციისნაწილით სტანდარტებსგათვალისწინებულ .კომპეტენციის სტანდარტებს. 2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობსმოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საწვრთნელიწვრთნის კურსის გავლას ან ინსტრუქტაჟის ჩატარებასშესაბამის ,კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატისერტიფიკატი, , რომელშიც აღინიშნებააღინიშნება, , რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარუნარ-ჩვევების - ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟიინსტრუქტაჟი. . 3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული მომზადებისაწვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრულდადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება. 4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროებასთანუშიშროების დაკავშირებულიგანსაკუთრებული მოვალეობებისვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობსმოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების ცოდნისკურსის აუცილებლობას,შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი. 6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულიგანსაკუთრებულ ვალდებულებებისვალდებულებებთან მომზადებისადაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით განსაზღვრულდადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება