თავი V — მეზღვაურთა საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები და მათი მონიტორინგი
1. მეზღვაურთა განათლებასა და წვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები.
2. მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს.
3. მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.
4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე წვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. სწავლება,მეზღვაურთა წვრთნა,განათლება, მომზადებაწვრთნა და შეფასება 1. მეზღვაურთა სწავლებას,განათლებასა წვრთნასა და მომზადებასწვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი სასწავლოსაგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები. 2. მეზღვაურთა სწავლების,განათლებისა წვრთნისა და მომზადებისწვრთნის განმახორციელებელი სასწავლოსაზღვაო-საგანმანათლებლო და საწვრთნელისაზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს. 3. მეზღვაურთა სწავლების,განათლების, წვრთნის,წვრთნისა მომზადებისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ თავისაკანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად. 4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე მომზადებისაწვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. საზღვაო-სასწავლოსაზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის სასწავლოსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება