თავი V — მეზღვაურთა საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები და მათი მონიტორინგი
კურსების მიმართ
1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.
2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.
3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ:
ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს);
ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 481 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა;
გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.
4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.
5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:
ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი;
ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა;
გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.
6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:
ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;
ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს;
გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;
დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.
7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. მოთხოვნამოთხოვნები საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ 1. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებდაწესებულება ები სააგენტოს აწვდიანაწვდის თითოეულ სასწავლოსაზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაარაუგვიანეს უგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა. 2. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებდაწესებულება ები ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენწარუდგენს ენ სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით. 3. საზღვაო-სასწავლოსაზღვაო-საწვრთნელი დადაწესებულება საზღვაო-საწვრთნელუზრუნველყოფს, ი დაწესებულებ ები უზრუნველყო ფენ , რომ: ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლერომლებიც ბ იც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-(აუდიო-, , მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსპროცედურებსა ა და საკურსო მასალებს); ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონგანახორციელონ, ,გააკონტროლონ გაა კონტროლ ონ და შეაფასონ ამ კანონის 47-ე481 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებპირებმა; მა; გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებშემფასებელი, ე ლი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებასშეფასებას, , იყვნენ სათანადო კვალიფიკვალიფიკაციის კა ცი ის მქონე პირებპირები, ი , რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან მეზღვაურთა კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებდებულებათა ათაშესაბამისად. შესაბამისად . 4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნწვრთნასა ა სა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნწვრთნასა ა სა და შეფასებას. 5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია: ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის ჩატარებისგანხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფისპეციფიკური კ ური ხასიათი; ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესშესასრულებლად ას რულებ ლად საჭირო კვალიფიკაციაკვალიფიკაცია, , რომლისთვისაც ტარდება წვრთნწვრთნა; ა ; გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორებისსიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და სიმულატორისკონკრეტული კონკრეტულტიპის ისიმულატორის ტიპ ის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება. 6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია: ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად; ბ) იყოს კვალიფიცკვალიფიციური ი ური იმ საკითხებში, რომელრომლებსაც თააფასებს; შეფასება ც ხორციელდება ; გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში; დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება. 7. საზღვაო-სასწავლოსაზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიანარიან, ,თავიანთ თ ავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი სასწავლოსაგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. თავი VI. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება