1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება:
ა) თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია;
ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;
გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.
2. სააგენტო კომპეტენტურ
სახელმწიფო
ორგანოსთან თანამშრომლობით, არა
უმეტეს
5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო
დაწესებულებების
საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის
კონვენციის
I/8 რეგლამენტის
მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3107 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3107
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება 1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება: ა) თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია; ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია; გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში. 2. სააგენტო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან თანამშრომლობით, არა უმეტეს 5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე. თავი VII . გემთმფლობელის ვალდებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება