1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები.
2. დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს.
3. სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3044
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები. 2. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ STCW-ის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მეზღვაურმა უნდა აიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა. 3. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გარეშე ან ისეთი სამედიცინო მოწმობით მუშაობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა გასულია, სააგენტო უფლებამოსილია კომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. [ 2. დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს. 3. სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება