1. მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა.
3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შეარჩევს მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის
კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის
კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.
41. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.
5. მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.
6. მეზღვაურის
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო
დაწესებულებაში
30 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3044
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება 1. მეზღვაური უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. [ 1. მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] 3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შეარჩევს მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. 4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად. [41. 4 1 . ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] 5. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სამედიცინო მოწმობა. [ 5. მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] 6. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება