თავი IX — ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის
1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას,−
გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება
, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
, −
გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან
ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში
ჩატარება
−
გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება
, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
, −
გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, −
გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება
, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
, −
გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო მოწმობის გარეშე ან/და ისეთი სამედიცინო მოწმობით საქმიანობა, რომლის მოქმედების ვადა გასულია, −
გამოიწვევს მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება
, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში
, −
გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა 1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას, − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში ჩატარება − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. 5. მეზღვაურმეზღვაურის ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურმეზღვაურის ისსამედიცინო ჯანმრთელობისმოწმობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, − გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობისსამედიცინო (სერტიფიკატის)მოწმობის გარეშე ან/და ისეთი ცნობითსამედიცინო (სერტიფიკატით)მოწმობით საქმიანობასაქმიანობა, , რომლის მოქმედების ვადა გასულიაგასულია, , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება