1. მეზღვაურ
ზე
2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად
მოითხოვება კონვენციის მიხედვით.
2. თუ იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონის ან ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი, ან/და იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ სათანადო პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“;
3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.
4. (ამოღებულია - 12.11.2025, №1060).
5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2022 წლის 1 სექტემბრისთვის მიღებული ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, სწავლობდა საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო განათლების მისაღებად ან ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, მას უფლება აქვს, საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4623
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1060 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1060
- 16.11.2022 კანონი №2033
- 11.12.2015 კანონი №4623
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 68. კანონის უკუქცევითი ძალა 1. მეზღვაურ ზე 2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად მოითხოვება კონვენციის მიხედვით. 2. თუ პირმაიმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონისადონის დაან ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომისერტიფიკატი/დიპლომი, დაან/და მისიიმ საგანმანათლებლოპირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია არან/და შეესაბამებასაზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,მოთხოვნებს არ შეესაბამება, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ სათანადო პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთანწვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.გზით.“; 3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი. 4. პირს,(ამოღებულია რომელმაც- მიიღო12.11.2025, „პროფესიული№1060). განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, უფლება აქვს, მიიღოს ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი. 5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2022 წლის 1 სექტემბრისთვის მიღებული ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, სწავლობდა საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო განათლების მისაღებად ან ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, მას უფლება აქვს, საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება