ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №1
2012 წლის 11 იანვარი
ქ . ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
1. დამტკიცდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. დადგენილების დანართის მუხლების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. (ამოღებულია - 04.04.2012, №17).
5. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. : ქ. ხაშური, ტაბიძის ქ . №2) ან/და ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ხაშური, მ. კოსტავას ქ . №15) 1 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012წ.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
5. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;
ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 – 150 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 2. მშობიარობის თანადაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 1 00 000 ქულის ფარგლებშია.
2. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 70%–ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა , ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 70% -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.
3. თანადაფინანსების მისაღებად, მაძიებელმა/წარმო მ ადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვე ლ ყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ექიმის დანიშნულებით გამიწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ :
ა) ეპილეფსიით დაავადებულ ებს;
ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს;
გ)ონკოლოგიურ ავადმყოფებს.
3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებულმა მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებულ პირებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0–100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში წინამდებარე წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება
1. ბენეფიციარები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0 – 100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში.
3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) მაძიებლის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი;
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 6. ამოღებულია
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) სამედიცინო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით – პაციენტის გამოკვლევის და/ან მკურნალობის ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 8. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.
1. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადარიცხვა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან .
3. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 9. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლის ასაკამდე ბავშვებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას – არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV– 100/ა);
დ) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ ;
ე) სპეციალიზებული მიმწოდებელი ორგანიზაციის ცნობა – დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულებისა და ამ ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებები არიან:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 70 000 ქულას არ აღემატება, მაგრამ მათი სადაზღვევო პოლისი გააქტიურებული არ არის, ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70 000-150 000 ქულა), რომელთაც გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება;
გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების თანხის ოდენობა არ აღემატება 900 ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილებასა და მოცულობას (არა უმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
დ) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ვეტერანი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).
3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:
ა.ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;
ა.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია;
ბ) კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან და მათი რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს/მოსწავლეებს – კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.
3. თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს :
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სტუდბილეთის ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/ კოლეჯში/ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
გ) უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის/მოსწავლის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.

მუხლი 12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (კოდი -958) გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ( კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;
გ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) დევნილის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის ,,ე ” ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სამ ო ქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ.
3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 13. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს;
გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით .
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტი ნ გენტსა და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.
მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
მუხლი 15. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი.
2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამე ნ ტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან მაძიებლის /წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 16. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 140 პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტი ნ გენტი განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებით დამტკიცებულ ,,უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე.
3. უფასო სასადილოს მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1.68 ლარის ოდენობით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
მუხლი 17. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება
1. ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2012 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე -5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე -7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.
2. მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია შშმ მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა მათი სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 19. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები
ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის №1602 განკარგულების შესაბამისად დევნილთა დასახლებებში გარე განათებაზე, წყლის ტუმბოებსა და საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფინანსებას.

მუხლი 20. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება
ამ მუხლით გათვალიწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №15 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შესაბამისად მუსიკალური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მათთვის დაწესებული გადასახდელების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარვის გზით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:
გ.ა) ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე;
გ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:
ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე ;
ბ) ამ წესის მე-10 მუხლის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე;
ბ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სა ხანძარო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 მუხლებით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“და ,,ბ“ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-10 მუხლის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.
3. ამ წესის მე -16 და მე -19 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით.
4. ამ წესის მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.
5.დანართის პირველი და მე-2 მუხლებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მაძიებლების/წარმომადგენლების მიერ საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება მომსახურების გაწევის კვალობაზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 435 000 ლარით განისაზღვრება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №1
2012 წლის 11 იანვარი
ქ . ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
1. დამტკიცდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
3. დადგენილების დანართის მუხლების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. (ამოღებულია - 04.04.2012, №17).
5. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. : ქ. ხაშური, ტაბიძის ქ . №2) ან/და ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ხაშური, მ. კოსტავას ქ . №15) 1 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012წ.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
5. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;
ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 – 150 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 2. მშობიარობის თანადაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 1 00 000 ქულის ფარგლებშია.
2. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 70%–ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა , ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 70% -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.
3. თანადაფინანსების მისაღებად, მაძიებელმა/წარმო მადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა🔗
1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვე ლყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ექიმის დანიშნულებით გამიწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ :
ა) ეპილეფსიით დაავადებულ ებს;
ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს;
გ)ონკოლოგიურ ავადმყოფებს.
3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებულმა მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებულ პირებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0–100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში წინამდებარე წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება1. ბენეფიციარები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0 – 100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში.
3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) მაძიებლის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი;
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა. მუხლი 6. ამოღებულია
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) სამედიცინო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით – პაციენტის გამოკვლევის და/ან მკურნალობის ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 8. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.
1. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადარიცხვა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან .
3. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 9. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლის ასაკამდე ბავშვებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას – არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV– 100/ა);
დ) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ ;
ე) სპეციალიზებული მიმწოდებელი ორგანიზაციის ცნობა – დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულებისა და ამ ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებები არიან:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 70 000 ქულას არ აღემატება, მაგრამ მათი სადაზღვევო პოლისი გააქტიურებული არ არის, ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70 000-150 000 ქულა), რომელთაც გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება;
გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების თანხის ოდენობა არ აღემატება 900 ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილებასა და მოცულობას (არა უმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
დ) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ვეტერანი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).
3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:
ა.ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;
ა.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია;
ბ) კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან და მათი რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს/მოსწავლეებს – კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.
3. თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს :
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სტუდბილეთის ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/ კოლეჯში/ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
გ) უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის/მოსწავლის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
მუხლი 12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (კოდი -958) გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ( კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;
გ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) დევნილის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის ,,ე ” ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სამ ოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ.
3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 13. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს;
გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით .
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტი ნგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.
მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ. მუხლი 15. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი.
2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამე ნტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან მაძიებლის /წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 16. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 140 პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტი ნგენტი განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებით დამტკიცებულ ,,უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე.
3. უფასო სასადილოს მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1.68 ლარის ოდენობით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
მუხლი 17. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება
1. ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2012 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე -5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე -7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.
2. მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია შშმ მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა მათი სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 19. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები
ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის №1602 განკარგულების შესაბამისად დევნილთა დასახლებებში გარე განათებაზე, წყლის ტუმბოებსა და საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფინანსებას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 20. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება
ამ მუხლით გათვალიწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №15 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შესაბამისად მუსიკალური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მათთვის დაწესებული გადასახდელების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარვის გზით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:
გ.ა) ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე;
გ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:
ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე ;
ბ) ამ წესის მე-10 მუხლის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე;
ბ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძარო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,, ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 მუხლებით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,, ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-10 მუხლის ,, გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.
3. ამ წესის მე -16 და მე -19 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით.
4. ამ წესის მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.
5.დანართის პირველი და მე-2 მუხლებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მაძიებლების/წარმომადგენლების მიერ საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება მომსახურების გაწევის კვალობაზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 350 000 ლარით განისაზღვრება.
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 435 000 ლარით განისაზღვრება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №1
2012 წლის 11 იანვარი
ქ . ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
1. დამტკიცდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
3. დადგენილების დანართის მუხლების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. (ამოღებულია - 04.04.2012, №17).
5. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. : ქ. ხაშური, ტაბიძის ქ . №2) ან/და ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. : ქ. ხაშური, მ. კოსტავას ქ . №15) 1 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012წ.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
5. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
7. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
8. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 04.12.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;
ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 – 150 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 2. მშობიარობის თანადაფინანსება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 1 00 000 ქულის ფარგლებშია.
2. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 70%–ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა , ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 70% -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.
3. თანადაფინანსების მისაღებად, მაძიებელმა/წარმო მადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა🔗
1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვე ლყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ექიმის დანიშნულებით გამიწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ :
ა) ეპილეფსიით დაავადებულ ებს;
ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს;
გ)ონკოლოგიურ ავადმყოფებს.
3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებულმა მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე -2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებულ პირებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0–100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, მაძიებლის/წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში წინამდებარე წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება🔗
1. ბენეფიციარები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0 – 100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში.
3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) მაძიებლის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი;
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 6. ამოღებულია🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) სამედიცინო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით – პაციენტის გამოკვლევის და/ან მკურნალობის ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 8. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.
1. დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა ხარჯთაღრიცხვით – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადარიცხვა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან .
3. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.
მუხლი 9. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლის ასაკამდე ბავშვებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას – არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV– 100/ა);
დ) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ ;
ე) სპეციალიზებული მიმწოდებელი ორგანიზაციის ცნობა – დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულებისა და ამ ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებები არიან:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 70 000 ქულას არ აღემატება, მაგრამ მათი სადაზღვევო პოლისი გააქტიურებული არ არის, ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70 000-150 000 ქულა), რომელთაც გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება;
გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების თანხის ოდენობა არ აღემატება 900 ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილებასა და მოცულობას (არა უმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
დ) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ვეტერანი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).
3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:
ა.ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;
ა.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია;
ბ) კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან და მათი რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს/მოსწავლეებს – კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.
3. თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს :
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სტუდბილეთის ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/ კოლეჯში/ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
გ) უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის/მოსწავლის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
მუხლი 12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება🔗
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (კოდი -958) გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ( კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების გარდაცვლილ ვეტერანთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;
გ) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) დევნილის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის/დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის ,,ე ” ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სამ ოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ.
3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 13. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება🔗
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს;
გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით .
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტი ნგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.
მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება🔗
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
მუხლი 15. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება🔗
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი.
2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამე ნტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან მაძიებლის /წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.
მუხლი 16. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება🔗
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 140 პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტი ნგენტი განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილებით დამტკიცებულ ,,უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე.
3. უფასო სასადილოს მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1.68 ლარის ოდენობით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 01.02.2012 წ.
მუხლი 17. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება🔗
1. ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2012 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე -5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე -7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.
2. მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება🔗
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია შშმ მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა მათი სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 19. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები🔗
ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის №1602 განკარგულების შესაბამისად დევნილთა დასახლებებში გარე განათებაზე, წყლის ტუმბოებსა და საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფინანსებას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 20. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება🔗
ამ მუხლით გათვალიწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №15 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შესაბამისად მუსიკალური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მათთვის დაწესებული გადასახდელების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარვის გზით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:
გ.ა) ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე;
გ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.
მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის წესი🔗
1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:
ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე ;
ბ) ამ წესის მე-10 მუხლის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე;
ბ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძარო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,, ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 მუხლებით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,, ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის მე-10 მუხლის ,, გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.
3. ამ წესის მე -16 და მე -19 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით.
4. ამ წესის მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.
5.დანართის პირველი და მე-2 მუხლებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მაძიებლების/წარმომადგენლების მიერ საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება მომსახურების გაწევის კვალობაზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 02.10.2012წ.
მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა
მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა🔗
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 435 000 ლარით განისაზღვრება.
წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 465 000 ლარით განისაზღვრება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 01.08.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.11.2012წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 04.12.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 11.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016082 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1559613-7/