ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.01.2012 ძალადაკარგული 28.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2012 წლის 9 იანვარი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №24 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 მ. ჭოხონელიძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 16.02.2012წ.

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

დანართი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში _ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო, სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობათა შესრულებისთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

3. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.

4. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები.

თავი II.

სამსახურის საქმიანობა

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარება და მათთვის აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა;

ბ) უზრუნველყოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და მათთვის საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარების გაწევა;

გ) უზრუნველყოს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოება, გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი ანოტირება, სარეკვიზიტო და დოკუმენტური გაფორმება, ადრესატისადმი გადაცემა, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვა, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების ანოტირება და არქივის წარმოება; სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და შენახვა;

დ) უზრუნველყოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადება;

ე) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენა, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარი იურიდიული ექსპერტიზა, განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ვ) წარმოადგინოს და დაიცვას გამგეობის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესები სასამართლოში;

ზ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) უზრუნველყოს გამგეობის კავშირურთიერთობების ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

ი) უზრუნველყოს გამგეობაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

კ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენა, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება;

ლ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, ვიდეოთეკის, ფოტოთეკის შექმნა;

მ) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 16.02.2012წ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

თავი III.

სამსახურის სტრუქტურა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება

საქმისწარმოების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს გამგეობაში ერთიან საქმისწარმოებას. აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

ბ) უზრუნველყოფს გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

გ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის განსახილველად გამზადებას და მოძრაობას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

დ) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ვ) უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადებას, გაფორმებას და აღრიცხვას;

ზ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 16.02.2012წ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 6. საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება

საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის ურთიერთობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

გ) ორგანიზებას უწევს გამგეობის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

დ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და გამგეობის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

ე) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ვ) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

ზ) უზრუნველყოფს გამგეობაში დაგეგმილი შეხვედრებისა და თათბირების მომზადებას და ჩატარებას, მოსაწვევ პირთა გაფრთხილებას და აღრიცხვას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

თ) ორგანიზაციას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

ი) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

კ) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;

ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;

მ) ახდენს გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;

ნ) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;

ო) უზრუნველყოფს გამგეობის ოფიციალური ვებგვერდისთვის ინფორმაციების მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას, ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას;

პ) ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისა და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ჟ) კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების გეგმით მათთვის გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას;

რ) უზრუნველყოფს გამგეობის სარგებლობაში არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, კონტროლს მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მათ მოვლასა და დაცვას;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 16.02.2012წ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 6​1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას;

ბ) ამზადებს საკრებულოს მიერ განსახილველი და საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტებს. მეთოდურ დახმარებას უწევს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

გ) უზრუნველყოფს გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;

დ) ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;

ე) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამართლებრივი აქტების პროექტებთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოფს გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ზ) წარმოადგენს და იცავს გამგეობის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესებს სასამართლოში;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

თავი IV.

სამსახურის მართვა

    მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა

1.  სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 8. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი:

ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთათვის ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას;

ე) ამზადებს გამგეობის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ატესტაციის ჩატარებას;

თ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის მოწყობას და ჩატარებას;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების აღსრულებისა და გამგებლის დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს მიღებული გადაწყვეტილებების დაგზავნას და ოფიციალურ შეტყობინებებს;

კ) გასცემს ცნობებს სამსახურში დაცული საკადრო და სხვა სახის დოკუმენტაციის საფუძველზე;

ლ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს;

მ) ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლებს;

ნ) ამოწმებს გამგეობაში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათებს;

ო) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 9. სამსახურის სტრუქტრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.    

2.  განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

თ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.  განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.

 

თავი V.

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

    მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.

    მუხლი 12. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

თავი V.

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2, 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1559753-2/