„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №002
2012 წლის 23 იანვარი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“.
2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებს უზრუნველყო ნ მეზღვაურთა სერტიფიკატების ახალი ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმით გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და მოწმობები მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №018 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
თ. იობიძე
მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმებს, მათი გაცემისა და გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება მეზღვაურთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის, დადასტურებისა და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – „სააგენტოს“) მიერ გაცემული სხვა სერტიფიკატების ფორმები, მათი აღწერილობა და დამცავი ნიშნები, ასევე სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი.
3. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – „კანონი") საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადების, გაცემისა და გამოყენების პირობების განსაზღვრას.
4. (ამოღებულია - 18.12.2014, №04).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 11. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბოცმანი - გემბანის განყოფილების რიგითი შემადგენლობის ზედამხედველი პირი, რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.;
ბ) დონკერმანი - გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც პასუხისმგებელი ოფიცრის ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფს სატვირთო-საბალასტო ოპერაციებთან დაკავშირებული სისტემების, ტუმბოებისა და მექანიზმების მომსახურებას და რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში;
გ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08);
დ) „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსები – „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ვ – ვ.ი“ ქვეპუნქტების შესაბამისი საწვრთნელი კურსების ერთობლიობა;
ე) არლგს -ავტომატური რადიო-ლოკაციური გავლების საშუალება.
2) ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 2. სერტიფიკატის გაცემის პირობები
1. მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების დამზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი მეზღვაურზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
3. სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II
სააგენტოს მიერ გასაცემი სერტიფიკატების ნუსხა
მუხლი 3. კომპეტენციის სერტიფიკატის სახეები
1. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები:
ა) კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ა.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ა.ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.;
ა.გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.
ბ) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი:
ბ.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ბ.ბ) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი:
გ.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ.ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი.
დ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
დ.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ე.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კოპმეტენციის სერტიფიკატი;
ვ) სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი.
ზ) ელექტროტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტრო-ტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
თ) GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი:
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის განახლებული ვერსიებით გათვალისწინებული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმები
1. კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა რიგითი შემადგენლობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები :
ა) საგემბანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები:
ა.ა) სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითი:
ა.ბ) მატროსი.
ბ) სამანქანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები:
ბ.ა) სამანქანე ვახტზე მდგომი რიგითი;
ბ.ბ) მოტორისტი.
გ) რიგითი ელექტროტექნიკოსი.
2. კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა წვრთნების გავლისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები:
ა) პირადი გადარჩენის მეთოდები (STCW რეგ . VI/1);
ბ) ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა (STCW რეგ . VI/1);
გ) ელემენტარული პირველადი დახმარება (STCW რეგ . VI/1);
დ) პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა (STCW რეგ . VI/1);
ე) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები (STCW რეგ . VI/6)
ვ) უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (STCW რეგ . VI/6);
ზ) გემის უშიშროების ოფიცერი (STCW რეგ . VI/5):
თ) კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (STCW რეგ . VI/2);
ი) სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა ( STCW რეგ . VI/2);
კ) ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (STCW რეგ . VI/3);
ლ) პირველადი სამედიცინო დახმარება (STCW რეგ . VI/4);
მ) სამედიცინო მომსახურება (STCW რეგ . VI/4);
ნ) ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (STCW რეგ . V/1-1);
ო) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა ; (STCW რეგ . V/1-1);
პ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ . V/1-1);
ჟ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (STCW რეგ . V/1-2)
რ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ . V/1-2)
ს) არაორგანიზირებული ხალხის მასების მართვა (STCW რეგ . V/2);
ტ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (STCW რეგ. V/2)
უ) კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა (STCW რეგ. V/2);
ფ) მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (STCW რეგ. V/2);
ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; II/1);
ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/1; III/1; III/6);
ყ) ელექტრონულ - კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (STCW რეგ . I/12, II/1; II/2)
შ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);.
ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; III/1);
ც)
მაღალი ძაბვა (STCW Reg. III/1; III/2; III/6);
ძ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/3);
წ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/3);
ჭ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/4);
ხ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/4);
ჯ) ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (STCW რეგ. II/2; III/2; III/3).
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის,"მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით განსაზღვრული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 24.11.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 22.04.2021წ.
მუხლი 5. დადასტურების სერტიფიკატი
1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე .
2. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს:
ა) სააგენტოს მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატებზე რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი;
ბ) "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონი.
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.

მუხლი 6. სხვა სერტიფიკატები
1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს:
ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსის მიხედვით.
ბ) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე -3 და მე -4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები.
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს თანამდებობის დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი;
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი;
დ) ბოცმანი;
ე) დონკერმანი;
ვ) ხარატი;
ზ) გემის მზარეული;
თ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი.
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს წვრთნების დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები;
ბ) ინერტული აირების სისტემის გამოყენება;
გ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა;
დ) გემის მართვა და მანევრირება;
ე) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ე1) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ვ) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები;
ზ) ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.

მუხლი 61. სხვა სერტიფიკატების გაცემის მინიმალური მოთხოვნები
1. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სხვა სერტიფიკატი თუ იგი არის 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, შეესაბამება STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით და A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, გააჩნია კანონით განსაზღვრული მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ა.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ან
ა.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ა.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ა.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ბ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და აქვს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ან
ბ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ბ.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ბ.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას.
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ან
გ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რიგითად სამანქანე განყოფილებაში;
გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
გ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას.
დ) ბოცმანის სერტიფიკატის მისაღებად:
დ.ა) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
დ.ბ) აქვს გემბანის მეზღვაურის შესაბამისი პროფესიული საზღვაო/პროფესიული უმაღლესი ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
დ.გ) აქვს მატროსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
დ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ე) დონკერმანის სერტიფიკატის მისაღებად:
ე.ა) აქვს გემბანის ან სამანქანე განყოფილების მეზღვაურის შესაბამისი სპეციალური პროფესიული ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
ე.ბ) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 ან III/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
ე.გ) აქვს მატროსად ან მოტორისტად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ე.დ) გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი კონვენციის რეგ. VI/3 და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს;
ე.ე) გავლილი აქვს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ნედლი ნავთობით რეცხვის“ და „ინერტული აირების სისტემის გამოყენების“ კურსები და ფლობს შესაბამის სერტიფიკატ(ებ)ს;
ე.ვ) აბარებს შესაბამის გამოცდას:
ვ)
ხარატის სერტიფიკატის მისაღებად;
ვ.ა) გავლილი აქვს მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის ან ლითონდამმუშავებლის ან მასთან გათანაბრებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ ხარატის/მეჩარხის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სხვა სერტიფიკატს;
ვ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება.
ზ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08);
თ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 62. სხვა სერტიფიკატის განახლება
მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12 (თორმეტი) თვიანი სტაჟი, ან უწყვეტი 3 (სამი) თვიანი ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, სხვა სერტიფიკატს აიღებს გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
თავი III
მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა, დამცავი ნიშნები და სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
მუხლი 7. კომპეტენციის სერტიფიკატის (ბლანკის) ფორმა და ნომერი
1. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკი (შემდგომ ამ თავში – „ბლანკი") წარმოადგენს მეზღვაურის წიგნაკის ზომის, 14 შიდა გვერდისაგან შემდგარ, მყარად შეკრულ წიგნაკს (ბუკლეტს), მომრგვალებული კუთხეებით.
2. ბლანკის შიდა პირველი და მე-2 გვერდი მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გამოიყენება მეზღვაურის პერსონალური მონაცემებისა და მისი ფოტოსურათის დასატანად.
3. ბლანკის მე-4 და შემდგომ გვერდებზე დაიტანება კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი განახლების თაობაზე მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული დასაკრავი ქაღალდის (ტექსტში შემდგომ – სტიკერი) გამოყენებით.
4. ბლანკი გაიცემა უვადოდ. ამასთან, მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობა, შესაბამისი შეზღუდვები და მოქმედების ვადა მიეთითება სტიკერში.
5. ბლანკს აქვს რიგითი ნომერი, რომელიც განსხვავდება კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრისგან. რიგითი ნომერი შედგება ერთი ლათინური ასო "C" და 6 ციფრისგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: C000001, ნუმერაცია იწყება C000001. რიგითი ნომრის ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი.
6. ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს ნომერი, რომელიც შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობას (კერძოდ, ლათინური ანბანი G – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ლათინური ანბანი F – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერში არსებული ბოლო ექვსნიშნა რიგითი ნუმერაცია უწყვეტია (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათვის გამოისახება: 11G01-01 -000001, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათის – 11F01-01 -000001 ).
7. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით, მიეთითება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნომერი, რომელსაც ბოლოში, დეფისის შემდეგ, დაემატება განახლების რიგითობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, განახლებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11G01-01-000001-01).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 8. ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.
2. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 500 მკრ.-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ბლანკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.
3. ბლანკის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);
ბ) ულტრაიისფერი სხივებისადმი მგძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;
გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
4. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100%-იანი მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.
5. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიკური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალური წყლის ნიშანი.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს მეორე გვერდზე, მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
7. ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;
ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან.
8. ბლანკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლის ნიშანი საზღვაო თემატიკით;
ა.ა.ბ) უნდა იყოს ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლურენსაციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას, ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში, მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
ა.ბ) ბეჭდვა:
ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით;
ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Maritime Transport Agency), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი.
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია ხილული და უხილავი ბოჭკოები, რომლებიც განიცდიან ფლურესენცირებას ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში.
გ) დანომვრას:
გ.ა) ბლანკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის კომპეტენციის სერტიფიკატის ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა.
გ.ბ) უხილავი მელნით დატანილი ბლანკის გვერდების რიგითი ნომერი;
გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს.
დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.
9. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია კომპეტენციის სერტიფიკატში და ნაკერები დაშორებულია კომპეტენციის სერტიფიკატის კიდეებს. გამძლეობის ასამაღლებლად გამოიყენება ყდის გამამაგრებელი ზოლი.
10. ბლანკის მე-2 გვერდის დაცვის ნიშნების მიმართ წამოყენებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.

მუხლი 9. ბლანკზე დასატანი ინფორმაცია
1. ბლანკის გარე ყდაზე ოქროსფერი ასოებით გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „საქართველო” და „კომპეტენციის სერტიფიკატი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.
2. ბლანკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სააგენტოს ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს სერტიფიკატი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ“, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.
3. ბლანკის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: „ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია“/"This certificate contains 14 pages" და „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“/"In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".
4. ბლანკის პირველ გვერდზე დაიტანება საქართველოს რუკა, საქართველოს ნავსადგურების აღნიშვნებით.
5. ბლანკის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი გაცემულია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით საფუძველზე;
ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ;
გ) (ამოღებულია - 15.10.2012, №023);
დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა;
ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი;
ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
თ) სერტიფიკატის No;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ;
მ) შტრიხკოდი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
მუხლი 10. სტიკერის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. ბლანკში ჩაიკვრება სტიკერი:
ა) მე-3 გვერდზე ჩაიკვრება სტიკერი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემისთანავე, სადაც მიეთითება მონაცემები მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით შეზღუდვების, მოქმედების ვადის და თანამდებობის თაობაზე;
ბ) მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი, რომელიც გაიცემა კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში და რაც ადასტურებს მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მოქმედების ვადას და თანამდებობას.
2. სტიკერზე დაიტანება შემდეგი მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:
ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები;
ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;
გ) მითითებას „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’;
დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ზ) სტიკერის რიგითი ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოსა 6 ციფრისგან, სადაც ლათინური ასო არის სტიკერის რიგითი ნომრის სერია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "B", ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ"ქვეპუნქტით გათვალილსწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "A";
თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;
კ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ლ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტიკერში მითითება, რომ ეს სტიკერი წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებას;
3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს სველი ან/და რელიეფური ბეჭედი.
4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლუორესცენციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;
ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;
ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას;
ა.დ) ბეჭდვა:
ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;
ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო უხილავი მელნით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის ფლუორესცენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლუორესცენციური ან რეაქტიული მელნით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
თავი IV
მეზღვაურთა კვალიფიკაციის სერტიფიკატების ფორმები
მუხლი 11. კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. კვალიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. პირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport Agency“;
ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "P" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:
ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;
ბ) მიკროტექსტური წარწერა;
გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.
4. (ამოღებულია - 26.11.2012, №27).
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 27.11.2012წ.
მუხლი 12. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
1. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) მითითება სათაური „კვალიფიკაციის სერტიფიკატი"/Certificate of Proficiency"";
ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი;
ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;
თ) სააგენტოს დასახელება;
ი) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო.
კ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate authenticity doubts contact to MTA";
მ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
ო) მითითებას, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურსი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი;
პ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით.
ჟ) შტრიხკოდი.
2. კვალიფიკაციის ერთ სერტიფიკატში შესაძლებელია დატანილ იქნეს მეზღვაურის კვალიფიკაციის თაობაზე რამდენიმე მონაცემი.
3. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისა და 3 (სამი) ლათინური ანბანის კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 3 (სამი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურას, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – ტრეინინგ ცენტრის კოდს, ხოლო შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, – სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, BTB 01-000001).
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურა და საწვრთელი ცენტრის კოდი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

თავი V
მეზღვაურთა დადასტურების სერტიფიკატის ფორმები
მუხლი 13. დადასტურების სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს A5 ფორმატის ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის ერთფურცლიან მოწმობას.
2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება 100-პროცენტიანი ბამბის 110-150 გრ/მ2 მასის ქაღალდზე.
3. დადასტურების სერტიფიკატი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ბოჭკოებით;
გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს".. ასევე სერტიფიკატზე ხილული მელნით დატანილი უნდა იყოს დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი (რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "E" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი) და სერტიფიკატს ენიჭება მწარმოებლის მიერ).
დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს;
ე) ჰოლოგრამულ დამცავ ნიშანს, რომელიც დაიტანება სერტიფიკატის გაცემის დროს და შეიცავს სერტიფიკატის ექსკლუზიურ ნომერს.

მუხლი 14. დადასტურების სერტიფიკატის გაცემის პირობები, დადასტურების სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია და დადასტურების სერტიფიკატის ნომერი
1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. დადასტურების სერტიფიკატის გაცემისათვის სააგენტოში დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
3. დადასტურების სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები:
ა) სააგენტოს ლოგო;
ბ) სააგენტოს სრული დასახელება;
გ) დასადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი;
დ) მეზღვაურის სახელი, გვარი;
ე) მეზღვაურის დაბადების თარიღი;
ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა დასადასტურებელი სერტიფიკატი;
ზ) დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
თ) ფუნქციები, რომლებიც მინიჭებული აქვს მეზღვაურს დასადასტურებელი სერტიფიკატით;
ი) პასუხისმგებლობის დონე, რომელიც შეესაბამება ამ პუნქტის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს;
კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) მეზღაურის თანამდებობა;
მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვები უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განსაზღვრული ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად;
ნ) დადასტურების სერტიფიკატის ნომერი;
ო) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
პ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ჟ) მეზღავაურის ხელმოწერა;
რ) მეზღვაურის ფოტოსურათი;
ს) სააგენტოს ბეჭედი;
ტ) შტრიხკოდი;
უ) მოქალაქეობა;
ფ) მეზღვაურის ნომერი.
4. დადასტურების სერტიფიკატში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის თანამდებობა (თანამდებობები) მიეთითება კანონისა და გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების თაობაზე არსებული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადას.
6. დადასტურების სერტიფიკატში მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები შეიტანება დასადასტურებელი სერტიფიკატის შესაბამისად.
7. დადასტურების სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო E - აღნიშნავს სერტიფიკატის დასახელებას, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11E01-01 -000001).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
თავი VI
სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატების ფორმები
მუხლი 15. სხვა სერტიფიკატების ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად სიტყვები - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები – „Maritime Transport Agency“.
ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.
გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "N" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. სხვა სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:
ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;
ბ) მიკროტექსტური წარწერა;
გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.
4. (ამოღებულია - 26.11.2012, №27).
5. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 27.11.2012წ.
მუხლი 16. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
1. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) სახელწოდება „სერტიფიკატი"/"Certificate";
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) მითითება, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი ან შესაბამისი წვრთნისა და მომზადების კურსის გავლის შემდეგ უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია;
პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;
ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი.
2. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.

თავი VII
სერტიფიკატების დამზადების, შენახვისა და გაცემის წესი
მუხლი 17. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები
1. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე მეზღვაურის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება პირის მოქალაქის პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად.
3. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე დაიტანება შესაბამისი პირის პირადი ნომერი და სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი.
მუხლი 18. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი
1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი სერტიფიკატი.
3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.
4. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
5. გაუქმებული ან დაზიანებული მეზღვაურის სერტიფიკატი ექვემდებარება მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემაში შესაბამის აღნიშვნას.
6. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა ახალი ნომრით ძველი სერტიფიკატის მოქმედების ვადის მითითებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 19. მეზღვაურთა სერტიფიკატების დამზადებისა და შენახვის პირობები
1. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე.
2. დამზადებულ მეზღვაურის სერტიფიკატის ბლანკის ფორმაზე დაიტანება სერტიფიკატის ბლანკის დამამზადებელი საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
3. მეზღვაურის სერტიფიკატების დამზადებული ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
4. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. სათავსო, სადაც ინახება სერტიფიკატის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
5. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 20. მეზღვაურთა სერტიფიკატების შევსებისა და გაცემის წესი
1. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი.
2. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემა წარმოებს მხოლოდ მის მფლობელზე, შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, მეზღვაურის კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ მესამე პირზე გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში.
4. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით.
5. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა დოკუმენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერი.(ძალაშია 2014 წლის 20 ოქტომბრიდან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 21. გამოსაყენებლად უვარგისი მეზღვაურთა სერტიფიკატების ჩამოწერის წესი
1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) მისი შევსების (გაფორმების) დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №002
2012 წლის 23 იანვარი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“.
2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებს უზრუნველყონ მეზღვაურთა სერტიფიკატების ახალი ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმით გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და მოწმობები მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №018 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
თ. იობიძე
მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმებს, მათი გაცემისა და გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება მეზღვაურთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის, დადასტურებისა და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – „სააგენტოს“) მიერ გაცემული სხვა სერტიფიკატების ფორმები, მათი აღწერილობა და დამცავი ნიშნები, ასევე სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი.
3. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – „კანონი") საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადების, გაცემისა და გამოყენების პირობების განსაზღვრას.
4. (ამოღებულია - 18.12.2014, №04).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 11. ტერმინთა განმარტება🔗

ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);
ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; II/1);
ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/1; III/1; III/6);
ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/2, II/1; III/2; III/1;)
ყ) ელექტრონულ - კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (STCW რეგ . I/12, II/1; II/2)
შ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);.
ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით (STCW რეგ. I/12; III/1; III/2;);
ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; III/1);
ც) მაღალი ძაბვა (STCW Reg. III/1; III/2; III/6);
ძ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/3);წ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/3);
ჭ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/4);
ხ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/4).
ჯ) ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (STCW რეგ. II/2; III/2; III/3).
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის,"მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით განსაზღვრული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 24.11.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 22.04.2021წ.
მუხლი 5. დადასტურების სერტიფიკატი
1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე .
2. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს:
ა) სააგენტოს მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატებზე რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი;
ბ) "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონი.
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მუხლი 6. სხვა სერტიფიკატები
1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს:
ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსის მიხედვით.
ბ) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე -3 და მე -4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები.
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს თანამდებობის დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი;
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი;
დ) ბოცმანი;
ე) დონკერმანი;
ვ) ხარატი;
ზ) გემის მზარეული;
თ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი.
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს წვრთნების დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები;
ბ) ინერტული აირების სისტემის გამოყენება;
გ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა;
დ) გემის მართვა და მანევრირება;
ე) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ე1) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ვ) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები;
ზ) ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 61. სხვა სერტიფიკატების გაცემის მინიმალური მოთხოვნები🔗
1. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სხვა სერტიფიკატი თუ იგი არის 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, შეესაბამება STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით და A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, გააჩნია კანონით განსაზღვრული მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ა.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ან
ა.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ა.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ა.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ბ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და აქვს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ან
ბ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ბ.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ბ.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას.
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ან
გ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რიგითად სამანქანე განყოფილებაში;
გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
გ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას.
დ) ბოცმანის სერტიფიკატის მისაღებად:
დ.ა) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
დ.ბ) აქვს გემბანის მეზღვაურის შესაბამისი პროფესიული საზღვაო/პროფესიული უმაღლესი ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
დ.გ) აქვს მატროსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
დ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ე) დონკერმანის სერტიფიკატის მისაღებად:
ე.ა) აქვს გემბანის ან სამანქანე განყოფილების მეზღვაურის შესაბამისი სპეციალური პროფესიული ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
ე.ბ) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 ან III/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
ე.გ) აქვს მატროსად ან მოტორისტად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ე.დ) გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი კონვენციის რეგ. VI/3 და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს;
ე.ე) გავლილი აქვს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ნედლი ნავთობით რეცხვის“ და „ინერტული აირების სისტემის გამოყენების“ კურსები და ფლობს შესაბამის სერტიფიკატ(ებ)ს;
ე.ვ) აბარებს შესაბამის გამოცდას:
ვ) ხარატის სერტიფიკატის მისაღებად;
ვ.ა) გავლილი აქვს მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის ან ლითონდამმუშავებლის ან მასთან გათანაბრებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ ხარატის/მეჩარხის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სხვა სერტიფიკატს;ვ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება.
ზ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08);
თ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 62. სხვა სერტიფიკატის განახლება🔗

მუხლი 14. დადასტურების სერტიფიკატის გაცემის პირობები, დადასტურების სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია და დადასტურების სერტიფიკატის ნომერი🔗
1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. დადასტურების სერტიფიკატის გაცემისათვის სააგენტოში დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
3. დადასტურების სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები:
ა) სააგენტოს ლოგო;
ბ) სააგენტოს სრული დასახელება;
გ) დასადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი;
დ) მეზღვაურის სახელი, გვარი;
ე) მეზღვაურის დაბადების თარიღი;
ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა დასადასტურებელი სერტიფიკატი;
ზ) დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
თ) ფუნქციები, რომლებიც მინიჭებული აქვს მეზღვაურს დასადასტურებელი სერტიფიკატით;
ი) პასუხისმგებლობის დონე, რომელიც შეესაბამება ამ პუნქტის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს;
კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) მეზღაურის თანამდებობა;
მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვები უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განსაზღვრული ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად;
ნ) დადასტურების სერტიფიკატის ნომერი;
ო) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
პ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ჟ) მეზღავაურის ხელმოწერა;
რ) მეზღვაურის ფოტოსურათი;
ს) სააგენტოს ბეჭედი;
ტ) შტრიხკოდი;
უ) მოქალაქეობა;
ფ) მეზღვაურის ნომერი.
4. დადასტურების სერტიფიკატში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის თანამდებობა (თანამდებობები) მიეთითება კანონისა და გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების თაობაზე არსებული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადას.
6. დადასტურების სერტიფიკატში მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები შეიტანება დასადასტურებელი სერტიფიკატის შესაბამისად.
7. დადასტურების სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო E - აღნიშნავს სერტიფიკატის დასახელებას, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11E01-01 -000001).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
თავი VI
სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატების ფორმები
მუხლი 15. სხვა სერტიფიკატების ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად სიტყვები - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები – „Maritime Transport Agency“.
ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.
გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "N" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. სხვა სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:
ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;
ბ) მიკროტექსტური წარწერა;
გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.
4. (ამოღებულია - 26.11.2012, №27).
5. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 27.11.2012წ.
მუხლი 16. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
1. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) სახელწოდება „სერტიფიკატი"/"Certificate";
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) მითითება, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი ან შესაბამისი წვრთნისა და მომზადების კურსის გავლის შემდეგ უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია;
პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;
ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი.
2. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
თავი VII
სერტიფიკატების დამზადების, შენახვისა და გაცემის წესი
მუხლი 17. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები🔗
1. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე მეზღვაურის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება პირის მოქალაქის პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად.
3. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე დაიტანება შესაბამისი პირის პირადი ნომერი და სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი.
მუხლი 18. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი
1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი სერტიფიკატი.
3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.
4. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
5. გაუქმებული ან დაზიანებული მეზღვაურის სერტიფიკატი ექვემდებარება მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემაში შესაბამის აღნიშვნას.
6. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა ახალი ნომრით ძველი სერტიფიკატის მოქმედების ვადის მითითებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 19. მეზღვაურთა სერტიფიკატების დამზადებისა და შენახვის პირობები🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე.
2. დამზადებულ მეზღვაურის სერტიფიკატის ბლანკის ფორმაზე დაიტანება სერტიფიკატის ბლანკის დამამზადებელი საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
3. მეზღვაურის სერტიფიკატების დამზადებული ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
4. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. სათავსო, სადაც ინახება სერტიფიკატის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
5. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 20. მეზღვაურთა სერტიფიკატების შევსებისა და გაცემის წესი
1. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი.
2. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემა წარმოებს მხოლოდ მის მფლობელზე, შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, მეზღვაურის კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ მესამე პირზე გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში.
4. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით.
5. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა დოკუმენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერი.(ძალაშია 2014 წლის 20 ოქტომბრიდან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 21. გამოსაყენებლად უვარგისი მეზღვაურთა სერტიფიკატების ჩამოწერის წესი🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) მისი შევსების (გაფორმების) დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №002
2012 წლის 23 იანვარი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“.
2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებს უზრუნველყონ მეზღვაურთა სერტიფიკატების ახალი ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმით გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და მოწმობები მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №018 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
თ. იობიძე
მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმებს, მათი გაცემისა და გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება მეზღვაურთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის, დადასტურებისა და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – „სააგენტოს“) მიერ გაცემული სხვა სერტიფიკატების ფორმები, მათი აღწერილობა და დამცავი ნიშნები, ასევე სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი.
3. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – „კანონი") საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადების, გაცემისა და გამოყენების პირობების განსაზღვრას.
4. (ამოღებულია - 18.12.2014, №04).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 11. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბოცმანი - გემბანის განყოფილების რიგითი შემადგენლობის ზედამხედველი პირი, რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.;
ბ) დონკერმანი - გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც პასუხისმგებელი ოფიცრის ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფს სატვირთო-საბალასტო ოპერაციებთან დაკავშირებული სისტემების, ტუმბოებისა და მექანიზმების მომსახურებას და რომლის კვალიფიკაცია განისაზღვრება ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში;
გ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08);
დ) „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსები – „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ვ – ვ.ი“ ქვეპუნქტების შესაბამისი საწვრთნელი კურსების ერთობლიობა;
ე) არლგს -ავტომატური რადიო-ლოკაციური გავლების საშუალება.
2) ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 2. სერტიფიკატის გაცემის პირობები🔗
1. მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების დამზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი მეზღვაურზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
3. სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სააგენტოს მიერ გასაცემი სერტიფიკატების ნუსხა
მუხლი 3. კომპეტენციის სერტიფიკატის სახეები🔗
1. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები:
ა) კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ა.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ა.ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.;
ა.გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.
ბ) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი:
ბ.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ბ.ბ) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი:
გ.ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ.ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი.
დ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
დ.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ე.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კოპმეტენციის სერტიფიკატი;
ვ) სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი.
ზ) ელექტროტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტრო-ტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
თ) GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი:
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის განახლებული ვერსიებით გათვალისწინებული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმები🔗
1. კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა რიგითი შემადგენლობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები :
ა) საგემბანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები:
ა.ა) სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითი:
ა.ბ) მატროსი.
ბ) სამანქანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები:
ბ.ა) სამანქანე ვახტზე მდგომი რიგითი;
ბ.ბ) მოტორისტი.
გ) რიგითი ელექტროტექნიკოსი.
2. კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა წვრთნების გავლისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები:
ა) პირადი გადარჩენის მეთოდები (STCW რეგ . VI/1);
ბ) ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა (STCW რეგ . VI/1);
გ) ელემენტარული პირველადი დახმარება (STCW რეგ . VI/1);
დ) პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა (STCW რეგ . VI/1);
ე) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები (STCW რეგ . VI/6)
ვ) უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (STCW რეგ . VI/6);
ზ) გემის უშიშროების ოფიცერი (STCW რეგ . VI/5):
თ) კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (STCW რეგ . VI/2);
ი) სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა ( STCW რეგ . VI/2);
კ) ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (STCW რეგ . VI/3);
ლ) პირველადი სამედიცინო დახმარება (STCW რეგ . VI/4);
მ) სამედიცინო მომსახურება (STCW რეგ . VI/4);
ნ) ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (STCW რეგ . V/1-1);
ო) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა ; (STCW რეგ . V/1-1);
პ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ . V/1-1);
ჟ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა (STCW რეგ . V/1-2)
რ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ . V/1-2)
ს) არაორგანიზირებული ხალხის მასების მართვა (STCW რეგ . V/2);
ტ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (STCW რეგ. V/2)
უ) კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა (STCW რეგ. V/2);
ფ) მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (STCW რეგ. V/2);
ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; II/1);
ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/1; III/1; III/6);
ყ) ელექტრონულ - კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (STCW რეგ . I/12, II/1; II/2)
შ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);.
ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; III/1);
ც) მაღალი ძაბვა (STCW Reg. III/1; III/2; III/6);
ძ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/3);
წ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/3);
ჭ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნა (STCW რეგ. V/4);
ხ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/4);
ჯ) ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (STCW რეგ. II/2; III/2; III/3).
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის,"მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით განსაზღვრული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 24.11.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 22.04.2021წ.
მუხლი 5. დადასტურების სერტიფიკატი🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე .
2. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს:
ა) სააგენტოს მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატებზე რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი;
ბ) "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონი.
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მუხლი 6. სხვა სერტიფიკატები🔗
1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს:
ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და "მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ" კოდექსის მიხედვით.
ბ) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე -3 და მე -4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები.
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს თანამდებობის დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი;
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი;
დ) ბოცმანი;
ე) დონკერმანი;
ვ) ხარატი;
ზ) გემის მზარეული;
თ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი.
თ) გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი;
ი) გემის ხარატ-შემდუღებელი.
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს წვრთნების დამადასტურებელი შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:
ა) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-სამაშველო ოპერაციები;
ბ) ინერტული აირების სისტემის გამოყენება;
გ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემა;
დ) გემის მართვა და მანევრირება;
ე) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ე1) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა;
ვ) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები;
ზ) ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.
მუხლი 61. სხვა სერტიფიკატების გაცემის მინიმალური მოთხოვნები🔗
1. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სხვა სერტიფიკატი თუ იგი არის 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, შეესაბამება STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით და A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, გააჩნია კანონით განსაზღვრული მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს:
ა) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ა.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ან
ა.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის რანგში;
ა.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ა.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
ბ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და აქვს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ან
ბ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის რანგში;
ბ.გ) შეესაბამება STCW კოდექსის A-III/1 ცხრილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
ბ.ე) აბარებს შესაბამის გამოცდას.
გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) პროფესიული უმაღლესი/საზღვაო უმაღლესი განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ან
გ.ბ) პროფესიული საზღვაო განათლება და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რიგითად სამანქანე განყოფილებაში;
გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და VI/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;
გ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას.
დ) ბოცმანის სერტიფიკატის მისაღებად:
დ.ა) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
დ.ბ) აქვს გემბანის მეზღვაურის შესაბამისი პროფესიული საზღვაო/პროფესიული უმაღლესი ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
დ.გ) აქვს მატროსად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
დ.დ) აბარებს შესაბამის გამოცდას;
ე) დონკერმანის სერტიფიკატის მისაღებად:
ე.ა) აქვს გემბანის ან სამანქანე განყოფილების მეზღვაურის შესაბამისი სპეციალური პროფესიული ან საზღვაო უმაღლესი განათლება;
ე.ბ) აკმაყოფილებს კონვენციის II/5 ან III/5 რეგულაციის მოთხოვნებს;
ე.გ) აქვს მატროსად ან მოტორისტად მუშაობის არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ე.დ) გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი კონვენციის რეგ. VI/3 და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს;
ე.ე) გავლილი აქვს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ნედლი ნავთობით რეცხვის“ და „ინერტული აირების სისტემის გამოყენების“ კურსები და ფლობს შესაბამის სერტიფიკატ(ებ)ს;
ე.ვ) აბარებს შესაბამის გამოცდას:
ვ) ხარატის სერტიფიკატის მისაღებად;
ვ.ა) გავლილი აქვს მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის ან ლითონდამმუშავებლის ან მასთან გათანაბრებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ ხარატის/მეჩარხის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სხვა სერტიფიკატს;
ვ.ბ) აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ან გააჩნია სააგენტოს მიერ დამტკიცებული „გემის პერსონალის წევრის“ საწვრთნელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტური დასაბუთება.
ზ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08);
თ) (ამოღებულია - 12.11.2019, №08).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №08 - ვებგვერდი, 13.11.2019წ.
მუხლი 62. სხვა სერტიფიკატის განახლება🔗
მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12 (თორმეტი) თვიანი სტაჟი, ან უწყვეტი 3 (სამი) თვიანი ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, სხვა სერტიფიკატს აიღებს გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა, დამცავი ნიშნები და სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
მუხლი 7. კომპეტენციის სერტიფიკატის (ბლანკის) ფორმა და ნომერი🔗
1. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკი (შემდგომ ამ თავში – „ბლანკი") წარმოადგენს მეზღვაურის წიგნაკის ზომის, 14 შიდა გვერდისაგან შემდგარ, მყარად შეკრულ წიგნაკს (ბუკლეტს), მომრგვალებული კუთხეებით.
2. ბლანკის შიდა პირველი და მე-2 გვერდი მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გამოიყენება მეზღვაურის პერსონალური მონაცემებისა და მისი ფოტოსურათის დასატანად.
3. ბლანკის მე-4 და შემდგომ გვერდებზე დაიტანება კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი განახლების თაობაზე მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული დასაკრავი ქაღალდის (ტექსტში შემდგომ – სტიკერი) გამოყენებით.
4. ბლანკი გაიცემა უვადოდ. ამასთან, მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობა, შესაბამისი შეზღუდვები და მოქმედების ვადა მიეთითება სტიკერში.
5. ბლანკს აქვს რიგითი ნომერი, რომელიც განსხვავდება კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრისგან. რიგითი ნომერი შედგება ერთი ლათინური ასო "C" და 6 ციფრისგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: C000001, ნუმერაცია იწყება C000001. რიგითი ნომრის ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი.
6. ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს ნომერი, რომელიც შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობას (კერძოდ, ლათინური ანბანი G – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ლათინური ანბანი F – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერში არსებული ბოლო ექვსნიშნა რიგითი ნუმერაცია უწყვეტია (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათვის გამოისახება: 11G01-01 -000001, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათის – 11F01-01 -000001 ).
7. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით, მიეთითება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნომერი, რომელსაც ბოლოში, დეფისის შემდეგ, დაემატება განახლების რიგითობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, განახლებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11G01-01-000001-01).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 8. ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.
2. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 500 მკრ.-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ბლანკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.
3. ბლანკის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);
ბ) ულტრაიისფერი სხივებისადმი მგძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;
გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
4. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100%-იანი მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.
5. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიკური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალური წყლის ნიშანი.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს მეორე გვერდზე, მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
7. ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;
ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან.
8. ბლანკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლის ნიშანი საზღვაო თემატიკით;
ა.ა.ბ) უნდა იყოს ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლურენსაციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას, ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში, მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
ა.ბ) ბეჭდვა:
ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით;
ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Maritime Transport Agency), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი.
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია ხილული და უხილავი ბოჭკოები, რომლებიც განიცდიან ფლურესენცირებას ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში.
გ) დანომვრას:
გ.ა) ბლანკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის კომპეტენციის სერტიფიკატის ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა.
გ.ბ) უხილავი მელნით დატანილი ბლანკის გვერდების რიგითი ნომერი;
გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს.
დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.
9. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია კომპეტენციის სერტიფიკატში და ნაკერები დაშორებულია კომპეტენციის სერტიფიკატის კიდეებს. გამძლეობის ასამაღლებლად გამოიყენება ყდის გამამაგრებელი ზოლი.
10. ბლანკის მე-2 გვერდის დაცვის ნიშნების მიმართ წამოყენებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 9. ბლანკზე დასატანი ინფორმაცია🔗
1. ბლანკის გარე ყდაზე ოქროსფერი ასოებით გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „საქართველო” და „კომპეტენციის სერტიფიკატი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.
2. ბლანკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სააგენტოს ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს სერტიფიკატი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ“, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.
3. ბლანკის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: „ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია“/"This certificate contains 14 pages" და „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“/"In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".
4. ბლანკის პირველ გვერდზე დაიტანება საქართველოს რუკა, საქართველოს ნავსადგურების აღნიშვნებით.
5. ბლანკის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი გაცემულია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით საფუძველზე;
ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ;
გ) (ამოღებულია - 15.10.2012, №023);
დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა;
ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი;
ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
თ) სერტიფიკატის No;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ;
მ) შტრიხკოდი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №023 - ვებგვერდი, 16.10.2012წ.
მუხლი 10. სტიკერის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. ბლანკში ჩაიკვრება სტიკერი:
ა) მე-3 გვერდზე ჩაიკვრება სტიკერი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემისთანავე, სადაც მიეთითება მონაცემები მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით შეზღუდვების, მოქმედების ვადის და თანამდებობის თაობაზე;
ბ) მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი, რომელიც გაიცემა კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში და რაც ადასტურებს მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მოქმედების ვადას და თანამდებობას.
2. სტიკერზე დაიტანება შემდეგი მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:
ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები;
ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;
გ) მითითებას „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და დამატებებით იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’;
დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ზ) სტიკერის რიგითი ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოსა 6 ციფრისგან, სადაც ლათინური ასო არის სტიკერის რიგითი ნომრის სერია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "B", ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ"ქვეპუნქტით გათვალილსწინებული სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "A";
თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;
კ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ლ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტიკერში მითითება, რომ ეს სტიკერი წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებას;
3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს სველი ან/და რელიეფური ბეჭედი.
4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლუორესცენციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;
ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;
ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას;
ა.დ) ბეჭდვა:
ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;
ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო უხილავი მელნით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის ფლუორესცენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლუორესცენციური ან რეაქტიული მელნით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
მეზღვაურთა კვალიფიკაციის სერტიფიკატების ფორმები
მუხლი 11. კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. კვალიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. პირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport Agency“;
ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "P" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:
ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;
ბ) მიკროტექსტური წარწერა;
გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.
4. (ამოღებულია - 26.11.2012, №27).
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 27.11.2012წ.
მუხლი 12. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია🔗
1. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) მითითება სათაური „კვალიფიკაციის სერტიფიკატი"/Certificate of Proficiency"";
ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი;
ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;
თ) სააგენტოს დასახელება;
ი) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო.
კ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate authenticity doubts contact to MTA";
მ) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
ო) მითითებას, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურსი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი;
პ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით.
ჟ) შტრიხკოდი.
2. კვალიფიკაციის ერთ სერტიფიკატში შესაძლებელია დატანილ იქნეს მეზღვაურის კვალიფიკაციის თაობაზე რამდენიმე მონაცემი.
3. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისა და 3 (სამი) ლათინური ანბანის კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 3 (სამი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურას, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – ტრეინინგ ცენტრის კოდს, ხოლო შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, – სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, BTB 01-000001).
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურა და საწვრთელი ცენტრის კოდი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მეზღვაურთა დადასტურების სერტიფიკატის ფორმები
მუხლი 13. დადასტურების სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს A5 ფორმატის ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის ერთფურცლიან მოწმობას.
2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება 100-პროცენტიანი ბამბის 110-150 გრ/მ2 მასის ქაღალდზე.
3. დადასტურების სერტიფიკატი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ბოჭკოებით;
გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს".. ასევე სერტიფიკატზე ხილული მელნით დატანილი უნდა იყოს დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი (რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "E" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი) და სერტიფიკატს ენიჭება მწარმოებლის მიერ).
დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს;
ე) ჰოლოგრამულ დამცავ ნიშანს, რომელიც დაიტანება სერტიფიკატის გაცემის დროს და შეიცავს სერტიფიკატის ექსკლუზიურ ნომერს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
მუხლი 14. დადასტურების სერტიფიკატის გაცემის პირობები, დადასტურების სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია და დადასტურების სერტიფიკატის ნომერი🔗
1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. დადასტურების სერტიფიკატის გაცემისათვის სააგენტოში დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
3. დადასტურების სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები:
ა) სააგენტოს ლოგო;
ბ) სააგენტოს სრული დასახელება;
გ) დასადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი;
დ) მეზღვაურის სახელი, გვარი;
ე) მეზღვაურის დაბადების თარიღი;
ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა დასადასტურებელი სერტიფიკატი;
ზ) დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
თ) ფუნქციები, რომლებიც მინიჭებული აქვს მეზღვაურს დასადასტურებელი სერტიფიკატით;
ი) პასუხისმგებლობის დონე, რომელიც შეესაბამება ამ პუნქტის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს;
კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) მეზღაურის თანამდებობა;
მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვები უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განსაზღვრული ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად;
ნ) დადასტურების სერტიფიკატის ნომერი;
ო) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
პ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ჟ) მეზღავაურის ხელმოწერა;
რ) მეზღვაურის ფოტოსურათი;
ს) სააგენტოს ბეჭედი;
ტ) შტრიხკოდი;
უ) მოქალაქეობა;
ფ) მეზღვაურის ნომერი.
4. დადასტურების სერტიფიკატში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის თანამდებობა (თანამდებობები) მიეთითება კანონისა და გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების თაობაზე არსებული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადას.
6. დადასტურების სერტიფიკატში მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები შეიტანება დასადასტურებელი სერტიფიკატის შესაბამისად.
7. დადასტურების სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო E - აღნიშნავს სერტიფიკატის დასახელებას, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11E01-01 -000001).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატების ფორმები
მუხლი 15. სხვა სერტიფიკატების ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები🔗
1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.
2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად სიტყვები - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები – „Maritime Transport Agency“.
ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.
გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "N" და 6 ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. სხვა სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:
ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;
ბ) მიკროტექსტური წარწერა;
გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.
4. (ამოღებულია - 26.11.2012, №27).
5. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 27.11.2012წ.
მუხლი 16. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია🔗
1. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება:
ა) სახელწოდება „სერტიფიკატი"/"Certificate";
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) მითითება, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი ან შესაბამისი წვრთნისა და მომზადების კურსის გავლის შემდეგ უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია;
პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;
ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც გაიცემა სერტიფიკატი.
2. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №010 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
სერტიფიკატების დამზადების, შენახვისა და გაცემის წესი
მუხლი 17. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები🔗
1. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე მეზღვაურის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება პირის მოქალაქის პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად.
3. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე დაიტანება შესაბამისი პირის პირადი ნომერი და სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი.
მუხლი 18. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი სერტიფიკატი.
3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.
4. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.
5. გაუქმებული ან დაზიანებული მეზღვაურის სერტიფიკატი ექვემდებარება მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემაში შესაბამის აღნიშვნას.
6. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა ახალი ნომრით ძველი სერტიფიკატის მოქმედების ვადის მითითებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №016 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 4 თებერვლის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 19. მეზღვაურთა სერტიფიკატების დამზადებისა და შენახვის პირობები🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე.
2. დამზადებულ მეზღვაურის სერტიფიკატის ბლანკის ფორმაზე დაიტანება სერტიფიკატის ბლანკის დამამზადებელი საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
3. მეზღვაურის სერტიფიკატების დამზადებული ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
4. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. სათავსო, სადაც ინახება სერტიფიკატის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
5. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 20. მეზღვაურთა სერტიფიკატების შევსებისა და გაცემის წესი🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. მეზღვაურის სერტიფიკატის შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი.
2. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემა წარმოებს მხოლოდ მის მფლობელზე, შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის, პირადობის ან მართვის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, მეზღვაურის კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ მესამე პირზე გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში.
4. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით.
5. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა დოკუმენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერი.(ძალაშია 2014 წლის 20 ოქტომბრიდან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №04 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.
მუხლი 21. გამოსაყენებლად უვარგისი მეზღვაურთა სერტიფიკატების ჩამოწერის წესი🔗
1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) მისი შევსების (გაფორმების) დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ, №002, 23.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1564649-14/