„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
[ (ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა:
ა) 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულების მოთხოვნებ ის საფუძველზე, ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა ინ ს ტრუქციების შემუშავება ;
ბ ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის .
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში „ფასიანი ქაღალდების რეგისტრ ა ტორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმ ის წარდგენა.
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების თანავე .
მ . როინიშვილი
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონითა (შემდგომში – „კანონი“) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/ და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ნ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს რეგისტრატორს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
ო ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
პ ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ჟ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
ს) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული გარიგება ან/ და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები (მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით არის მოპოვებული) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
დ ) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5 . რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
6 . რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ ი უნდა იქნეს:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ი შემთხვევებისას რეგისტრატორის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით;
დ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
ვ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციების, უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, რეგისტრატორის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნ ე ს საქართველოს კანონმდებლობაში, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს რეგისტრატორის აღმასრულებელი პირი ს (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს რეგისტრატორის კლიენტების (მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრ ეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს რეგისტრატორის ყველა თანამშრომელი.
4. რეგისტრატორის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) რეგისტრატორის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები);
ბ) რეგისტრატორის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის ა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წესი;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და რეგისტრატორთან არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემის წესი;
დ ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
ე ) სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) წარდგენის წესი;
ე1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ვ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ზ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვ ა ლ ე ობები და პასუხისმგებლობა;
ზ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
თ ) რეგისტრატორის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე რეგისტრატორის ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა;
ი ) რეგისტრატორის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც შიდა ინსტრუქციით მიენიჭებათ უფლება, ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
კ ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები).
5 . მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, რეგისტრატორმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა რეგისტრატორის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს.
6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს რეგისტრატორის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
7 . რეგისტრატორის აღმასრულებელ პირს (გენერალურ დირექტორს, დირექტორს) ევალება აწარმოოს რეგისტრატორის საქმიანობა და თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), ისე რომ მაქსიმალურად აღკვეთილ იქნ ე ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში რეგისტრატორის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
1. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ე კ ვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. რეგისტრატორი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრატორს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას რეგისტრატორმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.
4 . რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე შიდა ინტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 51 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის საქმიანი ურთიერთობების შესწავლა.
9. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს და დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და ამ დებულების შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში .
91. რეგისტრატორი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
92. რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
10 . გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ( კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას;
დ) ამ დებულების 81 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღებისას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
12 . რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
13 . არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულების შესაბამისად.
14 . თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
15. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
16. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
17. რეგისტრატორი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. რეგისტრატორი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
171. რეგისტრატორი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. რეგისტრატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.
18. რეგისტრატორმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად.
19 . რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
20 . ამ მუხლის მე-19 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ელექტრონული სისტემა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 51. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები
1. რეგისტრატორი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:
ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;
ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;
გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;
დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;
ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;
ვ) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;
ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, რეგისტრატორი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.
3. რეგისტრატორი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:
ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;
ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;
დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4. ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, რეგისტრატორი არ თავისუფლდება მე-5 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, რეგისტრატორმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.
5. რეგისტრატორის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება რეგისტრატორის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორ ის კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან , ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 7. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. რეგისტრატორი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 51 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
11. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პ უნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ გადამოწმებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყო ს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
1. თუ რეგისტრატორს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე -3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), რეგისტრატორი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით, სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის გაჩენის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, გრიფით „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც, სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას, ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ და რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
11. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია, ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციის საფუძველზე, უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

მუხლი 81. სამსახურის მითითება გარიგების ( ოპერაციის ) აღსრულების შეჩერების თაობაზე
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:
ა) მითითების გამცემი (სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);
დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
ვ) რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;
ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;
თ) სამსახურის/რეგისტრატორის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.
4. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება რეგისტრატორის მიერ სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური რეგისტრატორს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. რეგისტრატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.
7. რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.
8. რეგისტრატორი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები რეგისტრატორის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.
9. რეგისტრატორის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 9. რეგისტრატორის მიერ სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას, აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
+
[ (ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
+
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
+
„ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა:
ა) 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების საფუძველზე, ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა ინს ტრუქციების შემუშავება ;
ბ ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის .
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში „ ფასიანი ქაღალდების რეგისტრა ტორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ .
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ . როინიშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები+
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
1. ეს დებულება შემუშავებულია „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ( შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს.
2. ეს დებულება არეგულირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
+
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – „ კანონი“ ) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – „ კანონი“ ) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/ და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ნ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს რეგისტრატორს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
ო ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
პ ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ჟ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
ს) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
+
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული გარიგება ან/ და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები (მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით არის მოპოვებული) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები (მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით არის მოპოვებული) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
დ ) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5 . რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებს აც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
5 . რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
6 . რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
+
1. რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას რეგისტრატორის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით;
დ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
ვ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციების, უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, რეგისტრატორის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, რეგისტრატორის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნე ს საქართველოს კანონმდებლობაში, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს რეგისტრატორის აღმასრულებელი პირის (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს რეგისტრატორის კლიენტების (მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს რეგისტრატორის ყველა თანამშრომელი.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს რეგისტრატორის აღმასრულებელი პირის (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს რეგისტრატორის კლიენტების (მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს რეგისტრატორის ყველა თანამშრომელი.
4. რეგისტრატორის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) რეგისტრატორის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი;
ა) რეგისტრატორის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები);
ბ) რეგისტრატორის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წესი;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და რეგისტრატორთან არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემის წესი;
დ ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
ე ) სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) წარდგენის წესი;
ე1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ვ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ზ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვა ლე ობები და პასუხისმგებლობა;
ზ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
თ ) რეგისტრატორის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე რეგისტრატორის ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა;
ი ) რეგისტრატორის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც შიდა ინსტრუქციით მიენიჭებათ უფლება, ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
კ ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები).
5 . მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, რეგისტრატორმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა რეგისტრატორის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს.
6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს რეგისტრატორის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
7 . რეგისტრატორის აღმასრულებელ პირს (გენერალურ დირექტორს, დირექტორს) ევალება აწარმოოს რეგისტრატორის საქმიანობა და თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), ისე რომ მაქსიმალურად აღკვეთილ იქნე ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში რეგისტრატორის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
+
1. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკ ვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. რეგისტრატორი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, რეგისტრატორმა კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრატორს.
3. რეგისტრატორი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრატორს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას რეგისტრატორმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.
4 . რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე შიდა ინტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
6. რეგისტრატორს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 51 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის საქმიანი ურთიერთობების შესწავლა.
9. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს და დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და ამ დებულების შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში .
91. რეგისტრატორი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
92. რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
10 . გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ( კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას;
დ) ამ დებულების 81 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღებისას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
12 . რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „ საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
13 . არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „ საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
14 . თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
15. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
16. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
17. რეგისტრატორი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. რეგისტრატორმა ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, რეგისტრატორი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
17. რეგისტრატორი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. რეგისტრატორი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
171. რეგისტრატორი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. რეგისტრატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.
18. რეგისტრატორმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად.
19 . რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
20 . ამ მუხლის მე-19 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ელექტრონული სისტემა.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით🔗

მუხლი 51. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები🔗
1. რეგისტრატორი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;
ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;
გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;
დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;
ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;
ვ) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;
ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, რეგისტრატორი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.
3. რეგისტრატორი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:
ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;
ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;
დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4. ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, რეგისტრატორი არ თავისუფლდება მე-5 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, რეგისტრატორმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.
5. რეგისტრატორის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება რეგისტრატორის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით+
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორის კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან , ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 7. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით+
1. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) და საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
1. რეგისტრატორი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 51 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
11. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პ უნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ გადამოწმებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
+
1. თუ რეგისტრატორს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე -3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), რეგისტრატორი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით, სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის გაჩენის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის №6, გრიფით „კონფიდენციალური“.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, გრიფით „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც, სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას, ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ და რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
11. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია, ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციის საფუძველზე, უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 81. სამსახურის მითითება გარიგების ( ოპერაციის ) აღსრულების შეჩერების თაობაზე🔗
+
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:
ა) მითითების გამცემი (სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);
დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
ვ) რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;
ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;
თ) სამსახურის/რეგისტრატორის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.
4. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება რეგისტრატორის მიერ სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური რეგისტრატორს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. რეგისტრატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.
7. რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.
8. რეგისტრატორი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები რეგისტრატორის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.
9. რეგისტრატორის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
+
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას, აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა. მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
+
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
2. „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
+
[ (ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
+
„ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა:
ა) 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების საფუძველზე, ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა ინს ტრუქციების შემუშავება ;
ბ ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის .
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში „ ფასიანი ქაღალდების რეგისტრა ტორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ .
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ . როინიშვილი
დებულება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს.
2. ეს დებულება არეგულირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ( შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – „ კანონი“ ) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – „ კანონი“ ) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/ და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
დ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
თ) მონიტორინგი – რეგისტრატორის მიერ მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და მათ საფუძველზე შემუშავებული რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
მ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ნ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს რეგისტრატორს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
ო ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
პ ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ჟ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
ს) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები🔗
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები+
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული გარიგება ან/ და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები (მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით არის მოპოვებული) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები (მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით არის მოპოვებული) შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის რეგისტრატორის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები შეიძლება იყოს:
ა) ფასიანი ქაღალდების ჩუქება ხდება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
ბ) თუ საბროკერო კომპანიების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეგისტრატორისათვის გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
დ ) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც (კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე ამ დებულების მიზნებისათვის) შესაძლოა რეგისტრატორისათვის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5 . რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
5 . რეგისტრატორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ გარიგებებს, რომლებს აც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
6 . რეგისტრატორები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
+
1. რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას რეგისტრატორის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით;
დ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
ვ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციების, უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, რეგისტრატორის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნე ს საქართველოს კანონმდებლობაში, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, რეგისტრატორის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს რეგისტრატორის აღმასრულებელი პირის (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს რეგისტრატორის კლიენტების (მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს რეგისტრატორის ყველა თანამშრომელი.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს რეგისტრატორის აღმასრულებელი პირის (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს რეგისტრატორის კლიენტების (მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს რეგისტრატორის ყველა თანამშრომელი.
4. რეგისტრატორის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) რეგისტრატორის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები);
ა) რეგისტრატორის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი;
ბ) რეგისტრატორის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წესი;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და რეგისტრატორთან არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემის წესი;
დ ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
ე ) სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) წარდგენის წესი;
ე1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ვ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ზ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვა ლე ობები და პასუხისმგებლობა;
ზ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
თ ) რეგისტრატორის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე რეგისტრატორის ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა;
ი ) რეგისტრატორის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც შიდა ინსტრუქციით მიენიჭებათ უფლება, ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
კ ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები).
5 . მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, რეგისტრატორმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა რეგისტრატორის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს.
6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს რეგისტრატორის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
7 . რეგისტრატორის აღმასრულებელ პირს (გენერალურ დირექტორს, დირექტორს) ევალება აწარმოოს რეგისტრატორის საქმიანობა და თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), ისე რომ მაქსიმალურად აღკვეთილ იქნე ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში რეგისტრატორის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობა.
7 . რეგისტრატორის აღმასრულებელ პირს (გენერალურ დირექტორს, დირექტორს) ევალება აწარმოოს რეგისტრატორის საქმიანობა და თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), ისე რომ მაქსიმალურად აღკვეთილ იქნე ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში რეგისტრატორის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით🔗
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 5. რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით+
1. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკ ვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. რეგისტრატორი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. რეგისტრატორი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრატორს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას რეგისტრატორმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.
3. რეგისტრატორი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, რეგისტრატორმა კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრატორს.
4 . რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
4 . რეგისტრატორები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია (დოკუმენტები).
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე შიდა ინტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. რეგისტრატორს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
6. რეგისტრატორს, კლიენტის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 51 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
8. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის საქმიანი ურთიერთობების შესწავლა.
9. რეგისტრატორს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს და დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას კანონისა და ამ დებულების შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში .
91. რეგისტრატორი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
92. რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
10 . გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ( კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.
დ) ამ დებულების 81 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღებისას.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
12 . რეგისტრატორი ვალდებულია საბროკერო კომპანიას მოსთხოვოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი, ასევე სამსახურის მიერ დამტკიცებული „ საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით პირის იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული დოკუმენტების მისთვის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტების რეგისტრატორის მიერ გაცნობა უნდა დადასტურდეს წერილობით, რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით, თარიღის მითითებით.
13 . არასაბირჟო გარიგების შემთხვევაში (როდესაც ბროკერი არ მონაწილეობს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებაში) რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაცია მოახდინოს კანონისა და სამსახურის მიერ დამტკიცებული „ საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
14 . თუ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო რეგისტრატორთან არსებული ან მისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) დამფუძნებელი და/ან პარტნიორი – აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.დ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
15. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება კლიენტების დავალებით შესრულებულ გარიგებებზე.
16. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
17. რეგისტრატორი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. რეგისტრატორი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
17. რეგისტრატორი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. რეგისტრატორმა ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, რეგისტრატორი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
171. რეგისტრატორი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. რეგისტრატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.
18. რეგისტრატორმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად.
19 . რეგისტრატორი ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების ფორმა;
ბ) გარიგების სახე (მაგ.: ნასყიდობა, ჩუქება და სხვა), თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
გ) გარიგების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების მიზანი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ასახვის თარიღი და ადგილი;
თ) გარიგების მონაწილე პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საბროკერო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის (პირების) იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება, ინფორმაცია გარიგების მეორე მხარის შესახებ. იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირის ვინაობა, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
20 . ამ მუხლის მე-19 პუნქტში მითითებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ელექტრონული სისტემა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით🔗
მუხლი 51. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები🔗
1. რეგისტრატორი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;
ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;
გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;
დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;
ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;
ვ) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;
ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, რეგისტრატორი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.
3. რეგისტრატორი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:
ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;
ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;
დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4. ამ დებულების მე-5 მუხლის 171 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, რეგისტრატორი არ თავისუფლდება მე-5 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, რეგისტრატორმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.
5. რეგისტრატორის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება რეგისტრატორის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 6. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით+
1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ რეგისტრატორის კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან , ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 7. რეგისტრატორის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით🔗
1. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) და საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
1. რეგისტრატორი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 51 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
11. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პ უნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ გადამოწმებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც.
4. რეგისტრატორი ინფორმაციას (დოკუმენტს) აღრიცხავს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ინახავს იმგვარად, რომ მონაცემები სრულად ასახავდეს გარიგებას და, საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში), შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 8. რეგისტრატორის ვალდებულება მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით🔗
1. თუ რეგისტრატორს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე -3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), რეგისტრატორი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით, სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის გაჩენის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს რეგისტრატორის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2, გრიფით „კონფიდენციალური“.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის №6, გრიფით „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების შევსების და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც, სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად და ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას, ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირის (პირების) მიერ განხორციელებულ და რეგისტრატორის ხელთ არსებულ სხვა გარიგებებს.
11. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრატორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ რეგისტრატორი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რეგისტრატორი ვალდებულია, ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში მიაწოდოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. რეგისტრატორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება და არც ნებისმიერ სხვა პირს. რეგისტრატორის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს რეგისტრატორის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციის საფუძველზე, უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 თებერვლის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.02.2015წ.
მუხლი 9. რეგისტრატორის მიერ სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება🔗
მუხლი 81. სამსახურის მითითება გარიგების ( ოპერაციის ) აღსრულების შეჩერების თაობაზე🔗
+
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:
ა) მითითების გამცემი (სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);
დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
ვ) რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;
ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;
თ) სამსახურის/რეგისტრატორის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.
4. რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება რეგისტრატორის მიერ სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური რეგისტრატორს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს რეგისტრატორს. რეგისტრატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.
7. რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.
8. რეგისტრატორი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები რეგისტრატორის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.
9. რეგისტრატორის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსხურის უფროსის 2015 წლის 28 ივლისის ბრძანება № 21 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
მუხლი 9. რეგისტრატორის მიერ სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება+
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას, აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით წარუდგენს შესაბამისი ცვლილებების ამსახველ განახლებულ ფორმას ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა.
მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა🔗
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №5, 24.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300050000.19.012.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1565880-3/