იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2012 ძალადაკარგული 23.01.2020
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010240010.32.061.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3 

2012  წლის  25  იანვარი  

ქ. თბილისი

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ “ ქვეპუნქტისა და 14​2   მუხლის   შესაბამისად, დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 16 თებერვლის №5 დადგენილება („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე”, № 4, 23.02.2007 წ. მუხლი №6).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  

მთავრობის თავმჯდომარე             გ. ბარამია

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობის) სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

   

მუხლი 2

1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მეშვეობით.

4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

5. წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

7. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის №27 (მე-3 სართული), საფოსტო ინდექსი: 4600. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

    მუხლი 3

1. წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირებზე.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმომადგენლობა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

თავი II

წარმომადგენლობის ამოცანები , ფუნქციები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 4

კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი ცნობების გაცემა;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ე) წარმომადგენლობის ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების შედგენა, წარმომადგენლობის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;

ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 26.09.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

    მუხლი 5

თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, წარმომადგენლობის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო   ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან   ურთიერთობა და თანამშრომლობა;

ბ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და /ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ცნობის გაცემა;

გ) დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან დამატებითი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სხვა მასალების გამოთხოვა;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი   მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი პერიოდული განახლება ;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება;

ე​1) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ე​2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;

ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 26 .09 2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

თავი III

წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა

მუხლი 6

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით.

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

    მუხლი 7

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას და ამ მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.  

ზ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის და დ გენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 26.09.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

     მუხლი 8

1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 1 (ერთი) მოადგილე, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით;

2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

    მუხლი 9

1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.

2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან/და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს. 

3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან /და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებ ს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

თავი IV

წარმომადგენლობის სტრუქტურა

    მუხლი 10

1. წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.

2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრთან შეთანხმებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 13.11.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

   

მუხლი 11

წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახური;

გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

   

მუხლი 12

 1. წარმომადგენლობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობის საქმიანობის სამართლებრივი, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლს;

გ) ხელმძღვანელის თათბირების ორგანიზებასა და სათანადო ოქმების შედგენას/წარმოებას;

დ) წარმომადგენლობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებასა და დამკვიდრებას;

ე) ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და მათი დანიშნულებისამებრ ოპერატიულ მიწოდებას;

ვ) კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს;

ზ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას;

თ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას არსებული წესის თანახმად;

ი) ხელმძღვანელის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებას ან/და მათი შესრულების მონიტორინგს;

კ) წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის წარმომადგენლობის საქმიანობის ამსახველი მასალის მომზადებასა (კვარტალური და წლიური სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზება) და ვებგვერდზე განთავსება - პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობას;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას.

მ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:

მ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;

მ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

მ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;

მ.დ) წარმომადგენლობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ან/და ვიზირებას;

მ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობას;

მ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან/და მომზადებაში მონაწილეობას;

ნ) წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის:

ნ.ა) მოსამსახურეთა დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე წარმომადგენლობაში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ნ.ბ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, მისი სრულყოფასა და სისტემატიზაციას;

ნ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზებას;

ნ.დ) წარმომადგენლობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზებას, შეფასების პროცესის კონსულტირებას, მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და სხვა ტექნიკური თუ სამართლებრივი სახის დახმარების გაწევას;

ნ.ე) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (ehrms) წარმოებას, წარმომადგენლობის მოსამსახურეთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ბრძანება) სისტემაში დაუყოვნებლივ ასახვას;

ნ.ვ) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას (დისციპლინური წარმოება), შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან/და ხელმძღვანელის მოადგილისათვის წარდგენას;

ნ.ზ.) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას.

ო) წარმომადგენლობის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვასა და მისი აღსრულების კოორდინაციას, მათ შორის:

ო.ა) წარმომადგენლობის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, კორექტირებასა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ო.ბ) წარმომადგენლობის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფას, ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და წარდგენას;

ო.გ) წარმომადგენლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფას;

ო.დ) წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლს;

ო.ე) წარმომადგენლობის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ო.ვ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

პ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას/განსახილველად მომზადებას;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებასა და დევნილთა ინფორმირებას/კონსულტირებას;

დ) დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;

ვ) დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალური საკთხების/პროგრამების მართვის უზრუნველყოფას;

ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას/წარდგენას;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალური პირობების შესწავლას;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შშმპ, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება/შედგენასა და მის პერიოდულ განახლებას;

კ) წარმომადგენლობის რეგიონული მართვის უზრუნველყოფას, მათ შორის:

კ.ა) დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურების განხორციელებას;

კ.ბ) დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დროებით მცხოვრები პირებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევისა და ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობას;

კ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ წარმომადგენლობის დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას;

კ.დ) წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებზე დაკისრებული მოვალეობების დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განხორციელების ხელშეწყობას.

ლ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) დევნილ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

გ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ – აღმზრდელობით მუშაობას;

დ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიზნით ზოგადი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან დევნილ წვევამდელთა აღრიცხვასა და შესაბამის მონაცემთა დამუშავებას/ანალიზს.

ვ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

ზ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი თანმდევი პროცესების განხორციელებას;

თ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 26.09.2014 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 23.09.2019 წ.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13

წარმომადგენლობის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“, №3, 25.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1568091-4/