საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2012 ბოლო ცვლილება 21.04.2017
ნომერი
№2-23
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-23

2012 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-145 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გოროზია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგოში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგოში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა)   მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე,  მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამინისტროს სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;

დ) სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების დიზაინი და ბრენდირება (ბრენდინგი);

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება - მოვალეობათა განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-145 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;

ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;

ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებს;

ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;

ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებს;

თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისთვის;

ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

 ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;

გ) პასუხისმგებელია მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;

ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

7. სამმართველოს უფროსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს მოხელეთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;

ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;

ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

8. (ამოღებულია - 12.06.2013, №2-145).

9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-145 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-145 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

   მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა)  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, მინისტრის,  მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა აქტივობების, მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების მასმედიაში გაშუქების უზრუნველყოფა, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი სა და სოციალურ ქსელებში სამინისტროს გვერდების ადმინისტრირება;

გ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;

დ) მედიამონიტორინგის განხორციელება;

ე) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა.

2. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ, სამინისტროს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების მიზნით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტების, რეფორმების სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფა;

გ) მოქალაქეთა მისაღების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) მოქალაქეების მიღება, მათთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა და საკითხის მიხედვით მათი დაკავშირება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ   ქვედანაყოფებთან;

ე) მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მომსახურება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა, ასევე, საკითხის მიხედვით, მათი გადამისამართება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ   ქვედანაყოფებში;

ზ) სოციალურ ქსელში სამინისტროს გვერდის ადმინისტრირება, კერძოდ, შემოსულ წერილებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-145 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-23, 02.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1575624-1/