ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2012 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№05
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.117.016089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2012 წლის 01 თებერვალი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 2 მარტი ს დადგენილება №1 3 - ვებგვერდი , 09.03.2012 წ .

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

1. მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.

2. მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესის განისაზღვროს სახეობების მიხედვით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე –  კვარტალში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით;

ე) ლატარიის მოწყობაზე – ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარით.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 2 მარტი ს დადგენილება №1 3 - ვებგვერდი , 09.03.2012 წ .

     მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 06 აპრილის №12 დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი ამოქმედება განისაზღვროს 2012 წლის 5 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                           კ. ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტი ს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.03.2012წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №05, 01.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.117.016089 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576440-1/