საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№2/2012
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (30)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (21)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოსსაარჩევნოადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის

დადგენილება № 2/2012

201 2 წ ლის 3 თებერვალი

ქ . თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი”.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე       ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                   გ. მჭედლიძე

დანართი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საოლქო სარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.

4. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციებისეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციისაღრიცხვის,გაცემისა და შენახვის წესებს.

4​1. საოლქო საარჩევნო კომისიის იურიდიული მისამართი განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. არასაარჩევნო პერიოდში, კომისია მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

6. საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის დადგენილება № 15 / 2016 - ვებგვერდი, 23.02.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №18/2020 - ვებგვერდი, 25.08.2020წ.

    მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები

1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 5 წევრს 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო, ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ 6 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ასევე ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

2.კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კომისიის მდივანი.

3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

4. კომისიის თავმჯდომარეობის, თავმჯდომარის მოადგილეობისა და კომისიის მდივნობის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

5. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

6. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

7. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

8. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.

9. კომისიის თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს სტაჟიორთა მიღების, სტაჟირების გავლის ვადებს, სტაჟირების საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და კონკურსის პირობებს.

10. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილება №6/2017 - ვებგვერდი, 20.02.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №52/2017 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.

     მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

ბ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

გ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ვ​1) (ამოღებულია - 08.08.2017, №22/2017);

ვ​2) პროპორციულისაარჩევნოსისტემითარჩეულისაკრებულოს (ქალაქთ ბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;

ზ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

თ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

თ​1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ი) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ლ) საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი”დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

მ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

მ​1)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას;

ნ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №9/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 იანვრის დადგენილება №8/2016 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №40/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №34/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში და ამ ფუნქციების შესრულების მიზნით, საჭიროებისას, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

გ​1) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან.

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს – დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;

ვ​1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

ვ​2) საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა);

ზ​1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, საკრებულოს წევრობის ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

ზ​2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის/გამგებლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

  გ ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების /რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს ;

 დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

  ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

    ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №9/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №40/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №13/2017- ვებგვერდი, 28.06.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №36/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №10/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 17 ივლისის დადგენილება №14/2020 - ვებგვერდი, 17.07.2020წ. 

    მუხლი 5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) შესაბამისი კომისიის წევრად არჩევის მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;

ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/სემინარებს;

გ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

დ) (ამოღებულია - 07.01.2016, № 5/2016);

ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

ე​1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენტაციაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;

გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა;

დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №5/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 17 ივლისის დადგენილება №14/2020 - ვებგვერდი, 17.07.2020წ. 

     მუხლი 5​1. საოლქო საარჩევნო კომისიის შინაგანაწესი და სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და წევრები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან დაწესებულების შინაგანაწესი, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი და კომისიის სხვა წევრები ვალდებული არიან, სამსახურში წინასწარ ცნობილი მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, წერილობით აცნობონ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოუცხადებლობის მიზეზისა და ვადის შესახებ, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის შესახებ.

3. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/წევრი სამსახურში ვერ ცხადდება წინასწარ უცნობი მიზეზის გამო და მის მიერ შეუძლებელია კომისიის თავმჯდომარისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, ასეთი მოსამსახურე სამსახურში გამოცხადების შემდგომ, წერილობით განმარტავს გამოუცხადებლობის მიზეზს, რის შემდგომაც, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის  შესახებ.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ინფორმაცია ამ  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ ცხადდება სამსახურში ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მას ამავე პუნქტებით განსაზღვრული წესით, წერილობითი მიმართვის ვალდებულება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარისადმი, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამავე პუნქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №55/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

     მუხლი 6. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი

1. კომისიის საქმიანობის გამართულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), მათ შორის, იურისტი, ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში და თანამდებობრივი სარგოების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ცესკოში შესაბამისი საფინანსო ანგარიშის წარდგენის პროცედურების დასრულებამდე.

3. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი წარმოადგენენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მათზე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს.

4. კომისიის ბუღალტერს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ენიშნებათ შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №13/2017- ვებგვერდი, 28.06.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №36/2018 -  ვებგვერდი, 07.08.2018წ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №10/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.

     მუხლი 7. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:

ა) კომისიის განკარგულება;

ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

გ) კომისიის მდივნის განკარგულება;

დ) კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.

3. კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.

4. კომისია, კომიისის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის.

     მუხლი 7​1. კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი;

ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;

თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მოხელის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

3. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

4. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

5. კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს. 

6. საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.

7. ცესკოს უფლება აქვს, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა. 

8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზაში, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №3 3 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №40/2016 - ვებგვერდი, 15.07.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება  №58/2017 -  ვებგვერდი, 06.12.2017წ.

   მუხლი 7​2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/ კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (შემდგომში – „ხელმძღვანელი პირები“), თანამდებობიდან შეიძლება გადაყენებულ იქნენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. ხელმძღვანელი პირებისათვის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის დასმის ინიციირების უფლება, კომისიის ხელმძღვანელი პირის/პირების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის საფუძვლებისა და შესაბამისი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია ამავე კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

3. თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასმის შემთხვევაში, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება, საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანისა და განხილვის შესახებ.

4. თუ თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით, განცხადება კომისიაში წარდგენილ იქნა კომისიის სხდომის გამართვამდე, კომისიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ვალდებულია მოიწვიოს სხდომა, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, განცხადების წარდგენიდან  არაუგვიანეს ერთი კვირისა.

5. ერთი და იმავე საფუძვლით, კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №55/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

     მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისია,  ცესკოს ოფიციალურ  ვებგვერდზე:

ა) საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნების შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, აქვეყნებს:

საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს;

ბ) არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა აქვეყნებს:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას;

გ) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში აქვეყნებს:

ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით;

დ) რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, აქვეყნებს:

ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ და იმ სუბიექტთა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე;

ე) დაუყოვნებლივ აქვეყნებს:

ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;

ვ) არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში, აქვეყნებს:

ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი;

ზ) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა აქვეყნებს:

რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში;

2. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის ზუსტი მისამართი; საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;

გ) შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრები, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, შენობა-ნაგებობათა ნუსხა, მისამართები და საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები;

დ) კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები;

განთავსდება ღიად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლისა.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი, ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაცია, ამავე მუხლით დადგენილ ვადებში გამოქვეყნების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიეწოდება ცესკოს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვისა ან/და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტებს, რომელნიც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოფენ, მის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №16/2014 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 7 იანვრის დადგენილება №5/2016 - ვებგვერდი, 08.01.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №34/2019 - ვებგვერდი, 20.09.2019წ.

     მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.

5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.

6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.

7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე.

8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

10. კომისიის სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ასევე ესწრებიან კონკრეტული საკითხების განსახილველად სხდომაზე საკითხის გამომტანი პირის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

11. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს  სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე კომისიის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ, ამ მუხლით დადგენილი წესით.

12. საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

13. კონკრეტული საკითხის განხილვისას,  სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

14. კომისიის სხდომაზე განცხადება/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივანის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი ან მისი მარწმუნებლის პოზიცია.

15. მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივარში წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული, აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას.

16. ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული აზრი.

17. სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

18. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან დამრღვევის გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №55/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

     მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

3. თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.

     მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი, 10-დან 18 საათამდე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

3. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კომისიის უფლებამოსილი პირი (შემდგომში – კომისიის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

6. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).

7. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

8. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

9. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).

10. კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

11. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის უფლებამოსილი პირი, ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია”, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის დადგენილება № 25 – ვებგვერდი, 16.07.2013 წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №9/2014 - ვებგვერდი, 21.03.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017  წლის  8 აგვისტოს დადგენილება   №22/2017 -   ვებგვერდი, 09.08.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №5/2020 - ვებგვერდი, 29.05.2020წ.

 

მუხლი 12. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დისტანციურად სათანადო ტექნიკური ანდა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამართვის დროებითი წესი

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დისტანციურად, სათანადო ტექნიკური ანდა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამართვის დროებითი წესი განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №50/2020 - ვებგვერდი, 27.10.2020წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, №2/2012, 03.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576840-21/