საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის
დადგენილება №3/2012
2012 წ ლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77 - ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული ”საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი”.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დადგენილება.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საუბნო საარჩევნო კომისიის
რეგლამენტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საუბნო სარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.
4. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციების ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს.
5. კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის დადგენილება №37/2021 - ვებგვერდი, 27.07.2021წ.
მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები:
1. კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე, 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო.
4. (ამოღებულია - 24.02.2023, №19/2023).
5. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
6. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
7. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
8. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
9. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
10. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
11. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
12. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
13. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
14. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების უფლებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №24/2012 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №53/2017 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №19/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება
საუბნო საარჩევნო კომისია:
ა) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;
ბ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
გ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
გ1) (ამოღებულია -15.07.2021, №23/2021).
დ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;
ე) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;
ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;
ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
თ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;
ი) ადასტურებს ან აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეხება კენჭისყრის შეჩერებას, კომისიის გადაწყვეტილება მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეხება კენჭისყრის შეწყვეტას, კომისიის გადაწყვეტილება მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო;
ი1) კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №41/ნ - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის;
ზ1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;
თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) (ამოღებულია - 21.08.2013, №34);
გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.07.2013წ.

მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.
ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/ სემინარებს;
გ) ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;
დ) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;
დ1) იმყოფებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის წინა, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით.
ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენტაციაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;
გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა;
დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №6/2020 - ვებგვერდი, 29.05.2020წ.
მუხლი 6. კომისიის სამართლებრივი აქტები
1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის განკარგულება;
ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
გ) კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე, კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.
3. კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.
31. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
4. კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

მუხლი 7. კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;
ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი;
ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა.
თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მოხელის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
3. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).
4. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
5. კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.
51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №59/2017 - ვებგვერდი, 06.12.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №37/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.

მუხლი 71. (ამოღებულია)
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №56/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №19/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება
1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ბ) ამომრჩეველთა სიები;
გ) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;
ე) კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები.
2. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) ამომრჩეველთა სიები;
ბ) პარტიული სიები;
გ) კანდიდატთა სიები;
დ) ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი;
ე) კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.
2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.
5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე.
8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.
11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია.
12. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი (მათ შორის, კომისიის წევრი) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულიხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
3. თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.

მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №3/2012
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77 - ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული ”საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი”.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დადგენილება.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე, 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო.
4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზაში, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №41/ნ - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №59/2017 - ვებგვერდი, 06.12.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №37/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 71. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენება🔗
მუხლი 71. (ამოღებულია)🔗
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (შემდგომში – „ხელმძღვანელი პირები“), თანამდებობიდან შეიძლება გადაყენებულ იქნენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ხელმძღვანელი პირებისათვის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის დასმის ინიციირების უფლება, კომისიის ხელმძღვანელი პირის/პირების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის საფუძვლებისა და შესაბამისი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია ამავე კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. თანამდებობიდან გადაყენების საკითხის საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასმის შემთხვევაში, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება, საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანისა და განხილვის შესახებ.
4. თუ თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით განცხადება კომისიაში წარდგენილ იქნა კომისიის სხდომის გამართვამდე, კომისიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ვალდებულია მოიწვიოს სხდომა, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.
5. ერთი და იმავე საფუძვლით, კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენება უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №56/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №19/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება
1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ბ) ამომრჩეველთა სიები;
გ) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;
ე) კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები.
2. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) ამომრჩეველთა სიები;
ბ) პარტიული სიები;
გ) კანდიდატთა სიები;
დ) ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი;
ე) კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.
2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.
5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე.
8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.
11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია.
12. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი (მათ შორის, კომისიის წევრი) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულიხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
3. თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი
10. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მოითხოვს მეტ დროს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №6/2020 - ვებგვერდი, 29.05.2020წ.
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №3/2012
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77 - ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული ”საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი”.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დადგენილება.🔗
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.🔗
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საუბნო საარჩევნო კომისიის
რეგლამენტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საუბნო სარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.
4. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციების ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს.
5. კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის დადგენილება №37/2021 - ვებგვერდი, 27.07.2021წ.
მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები:🔗
1. კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე, 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო.
4. (ამოღებულია - 24.02.2023, №19/2023).
5. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
6. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
7. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
8. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
9. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
10. (ამოღებულია - 21.08.2013, №34).
11. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
12. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
13. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
14. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების უფლებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №24/2012 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №53/2017 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №19/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება🔗
საუბნო საარჩევნო კომისია:
ა) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;
ბ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
გ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
გ1) (ამოღებულია -15.07.2021, №23/2021).
დ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;
ე) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;
ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;
ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
თ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;
ი) ადასტურებს ან აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეხება კენჭისყრის შეჩერებას, კომისიის გადაწყვეტილება მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეხება კენჭისყრის შეწყვეტას, კომისიის გადაწყვეტილება მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო;
ი1) კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №41/ნ - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება🔗
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის;
ზ1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;
თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) (ამოღებულია - 21.08.2013, №34);
გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №41/ნ - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი🔗
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.
ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/ სემინარებს;
გ) ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;
დ) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;
დ1) იმყოფებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის წინა, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით.
ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენტაციაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;
გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა;
დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №6/2020 - ვებგვერდი, 29.05.2020წ.
მუხლი 6. კომისიის სამართლებრივი აქტები🔗
1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის განკარგულება;
ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
გ) კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე, კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.
3. კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.
31. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
4. კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 7. კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები🔗
1. კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;
ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი;
ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა.
თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მოხელის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
3. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).
4. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
5. კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.
51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.
51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 2 წლის განმავლობაში.
7. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზაში, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის დადგენილება №41/ნ - ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №59/2017 - ვებგვერდი, 06.12.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №37/2018 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის 25 მარტის დადგენილება №15/2025 - ვებგვერდი, 25.03.2025 წ.
მუხლი 71. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №56/2015 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №19/2023 - ვებგვერდი, 24.02.2023 წ.
მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება🔗
1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ბ) ამომრჩეველთა სიები;
გ) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;
ე) კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები.
2. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) ამომრჩეველთა სიები;
ბ) პარტიული სიები;
გ) კანდიდატთა სიები;
დ) ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი;
ე) კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება🔗
1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.
2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.
5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე.
8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.
11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია.
12. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი (მათ შორის, კომისიის წევრი) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულიხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი🔗
1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
3. თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №23/2017 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №23/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი🔗
1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი ან კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.
3. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი ან კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.
4. ამ მუხლით განსაზღვრული კომისიის უფლებამოსილი პირი (შემდგომში – კომისიის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი, ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.
5. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.
6. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის უფლებამოსილი პირი წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს.
7. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადაში განიხილოს იგი და მასზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
8. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
9. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.
10. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მოითხოვს მეტ დროს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს.
11. კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.
12. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით კომისიის უფლებამოსილი პირი ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია”, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. კენჭისყრის დღეს ჟურნალში დოკუმენტების რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №6/2020 - ვებგვერდი, 29.05.2020წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, №3/2012, 03.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576858-13/