საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის
დადგენილება № 6/2012
2012 წ ლის 3 თებერვალი
ქ . თბილისი
საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77 - ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობას, გარდა შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლებისა:
ა) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან;
ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;
გ) პატიმრობაში და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები;
დ) საქართველო თავდაცვისა და შინაგან სააქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
ე) სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები.
მუხლი 2. ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“, №6/2012, 03.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576905-2/