საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2012 ბოლო ცვლილება 16.01.2026
ნომერი
№7/2012
სარეგისტრაციო კოდი
040030000.15.008.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (21)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცი ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის

დადგენილება № 7/2012

2012 წ ლის 3 თებერვალი

ქ . თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ”ძ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანდართული დებულება.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილება ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ”.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი

კომისიის მდივანი   გ. მჭედლიძე

 

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას.

2. სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სწავლების ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სწავლების ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს მცირე  სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ქართულ-ინგლისური წარწერით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებით.

5​1. სწავლების ცენტრი გაერთიანებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია გახსნას ანგარიში კომერციულ ბანკში მხოლოდ, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.

6. სწავლების ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 29 იანვრის დადგენილება № 3/2015 - ვებგვერდი, 29.01.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

    მუხლი 2. სწავლების ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო.

2. სწავლების ცენტრის ფუნქციებია:

ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ​1) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონისა და ცესკოს მიერ დამტკიცებული ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების, მედია-საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ამომრჩევლებისა და სხვა დაინტერესებული პირების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;

დ) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება;

ე) (ამოღებულია - 10.07.2020, №9/2020);

ვ) (ამოღებულია - 10.07.2020, №9/2020);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. (ამოღებულია - 10.07.2020, №9/2020);

4. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია, ცესკოს თანხმობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი და დაამტკიცოს მისი წესდება. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

5. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, სწავლების ცენტრის ან/და მისი სატენდერო კომისიის ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

7. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სწავლების ცენტრის ან/და მისი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის დადგენილება № 2/2014 - ვებგვერდი, 12.02.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №2/2015 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 6 მარტის დადგენილება №8/2015 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 იანვრის დადგენილება №9/2016 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილება №7/2017 - ვებგვერდი, 20.02.2017წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №9/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

    მუხლი 3. სწავლების ცენტრის მართვა

1. სწავლების ცენტრის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სწავლების ცენტრის დირექტორი, რომელსაც ცესკოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

2. სწავლების ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია ცესკოს/ცესკოს თავმჯდო მარის წინაშე.

3. სწავლების ცენტრის დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება სწავლების ცენტრის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ცესკოს შესაბამისი დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე.

4. სწავლების ცენტრის დირექტორი შიდაუწყებრივ, საკადრო და სწავლების ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

5. ცესკოს თანხმობით სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

6. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს სწავლების ცენტრის თანამშრომლებს. სწავლების ცენტრის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები ვაკანტურ თანამდებობებზე შეირჩევიან კონკურსის შედეგად.

6​1. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, სწავლების ცენტრის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, იქმნება სწავლების ცენტრის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“11​1 მუხლის მეორე პუნქტის, 36​2 და 36​3 მუხლების საფუძველზე. კონკურსის ჩატარების წესი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და შექმნის პირობები განისაზღვრება „„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის № 412 დადგენილებით.

6​2. სწავლების ცენტრის დირექტორის წარდგინების შესაბამისად, ცესკოს ნორმატიული აქტით დგინდება სწავლების ცენტრში ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში თანამშრომელთა მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

6​3. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობიდან ათავისუფლებს სწავლების ცენტრის თანამშრომლებს.

6​4. სწავლების ცენტრის დირექტორი ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

7. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს სწავლების ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება სწავლების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს.

8. სწავლების ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს.

9. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სწავლების ცენტრში სტაჟირების წესს.

10. სწავლების ცენტრის დირექტორი ცესკოს წარუდგენს წინადადებებს სწავლების ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სწავლების ცენტრის დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს სწავლების ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება № 47/2014 - ვებგვერდი, 26.12.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 10 თებერვლის დადგენილება № 4 /2015 - ვებგვერდი, 11.02.2015წ.

    მუხლი 4. სწავლების ცენტრის ფულადი სახსრები, ქონება და ანგარიშგება

1. სწავლების ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) მიზნობრივი გრანტებით;

გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სწავლების ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სწავლების ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. სწავლების ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც სწავლების ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სწავლების ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

4. სწავლების ცენტრი ვალდებულია ცესკოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

5. სწავლების ცენტრი ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს.

    მუხლი 5. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

1. სწავლების ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სწავლების ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია.

4. საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განხორციელების მიზნით სწავლების ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს ცესკოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც ინფორმაციას შემოწმების შესახებ აწვდის ცესკოს.

6. სწავლების ცენტრმა ცესკოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სწავლების ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სწავლების ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

8. ცესკოს უარი ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ცესკო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სწავლების ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება № 47/2014 - ვებგვერდი, 26.12.2014წ.

    მუხლი 6. სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

2. სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი N1

     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №36/2013 - ვებგვერდი , 03.09.2013 წ .

 

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

 

 

 

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში - ინფორმაცია) სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) ელექტრონულ რესურსებზე (სწავლების ცენტრის ვებგვერდზე) გამოქვეყნების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. წინამდებარე წესი არეგულირებს სწავლების ცენტრის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.


მუხლი 2. სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

 

 

1. სწავლების ცენტრის ვებგვერდის მისამართია: www.electionreforms.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

3. სწავლების ცენტრის ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.


მუხლი 3. სწავლების ცენტრის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ადმინისტრირება

 

 

 

1. წინამდებარე წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული თანამშრომლები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი.

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სწავლების ცენტრის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. საჯარო ინფორმაცია სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურს ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება PDF ფორმატში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.


მუხლი 4. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და ვადები

 

ვებგვერდზე პროაქტიული წესით ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის მიერ:

 

ზოგადი ინფორმაცია სწავლების ცენტრის შესახებ

№

                                      ინფორმაციის დასახელება

           გამოქვეყნების ვადები

1.1

სწავლების ცენტრის სტრუქტურა

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

სწავლების ცენტრისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სწავლების ცენტრის სამოქმედო გეგმა

პერიოდულად

1.4

სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის, მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

სწავლების ცენტრის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამსახურის ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.7

სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ყოველწლიურად

1.8

სწავლების ცენტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ყოველწლიურად

ინფორმაცია სწავლების ცენტრის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

2.1

სწავლების ცენტრის საშტატო ნუსხა

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.2

სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესს

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.3

ინფორმაცია სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ, კონკურსის შედეგები (კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

ბ)  საფინანსო სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

№

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

კვარტალურად

 

 

1.2

სწავლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

კვარტალურად

სწავლების ცენტრის დაფინანსების შესახებ

2.1

სწავლების ცენტრის ბიუჯეტი

ყოველწლიურად

2.2

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტი) შესახებ ინფორმაცია

პერიოდულად

2.3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია    

პერიოდულად

გ)  სასწავლო პროგრამების სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ

№

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

სახელმძღვანელო ინსტრუქციები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

საინფორმაციო ხასიათის სასწავლო მასალა

პერიოდულად

1.3

ინფორმაცია დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების/სემინარების/საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ

პერიოდულად

1.4

ინფორმაცია პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული სასწავლო კურსის შესახებ

პერიოდულად

1.5

ინფორმაცია იურიდიული კლინიკის ფორმატში განხორციელებული სასწავლო კურსის  შესახებ

პერიოდულად

დ) სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ

№

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადების შესახებ

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.4

ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტირებულ გამოსაცდელთა და სადამკვირვებლო ორგანიზაციათა რაოდენობის შესახებ

რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 დღის განმავლობაში

1.5

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების სტატისტიკა

გამოცდების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში

 

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №9/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დადგენილება №2/2023 - ვებგვერდი, 10.01.2023 წ.

მუხლი 5. გარდამავალი დებულება

 

სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე წინამდებარე წესის მიღებიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

დანართი N2

     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №36/2013 - ვებგვერდი , 03.09.2013 წ .

 

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

 

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში (შემდგომში - სწავლების ცენტრი) არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით

 

 

 

1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნით საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და პირს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნა

 

 

 

1. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით სწავლების ცენტრში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება შესაბამისი მოთხოვნით ან/და გააგზავნოს განცხადება სწავლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (centre@electionreforms.ge).

2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით, ან ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება სწავლების ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

 

1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე, კომპაქტურ დისკზე, ან მეხსიერების ბარათზე ინფორმაციის ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ) ფიზიკური პირებისათვის სწავლების ცენტრში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა  განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.


მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის პროცედურები და ვადები

 

 

 

1. სწავლების ცენტრში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისთანავე, ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. სწავლების ცენტრი ვალდებულია გასცეს ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

3. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, სწავლების ცენტრი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

4. სწავლების ცენტრი ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს.

5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების წერილობით, ან სწავლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდგომ ადმინისტრაციულ სამსახურში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №27/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

 

 

დანართი №3

(ამოღებულია)

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის დადგენილება №2/2014 - ვებგვერდი, 12.02.2014წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 6 მარტის დადგენილება №8/2015 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №9/2020 - ვებგვერდი, 10.07.2020წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №7/2012, 03.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576925-18/