2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. სააგენტო შემოწმების დროს ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემოწმების განსახორციელებლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი.
4. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შემოწმების აქტი.
5. დარღვევის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა დაწესებულების მიერ განმეორებითი შემოწმების ჩატარების შესახებ.
6. სააგენტო დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლებამოსილია, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გაუქმების შესახებ.
7. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება საექსპერტო დასკვნის მოქმედება.
8. სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს წინაშე აყენებს დაწესებულების წევრთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28 1. სააგენტოს შეუძლია შერჩევით შეამოწმოს დაწესებულების საქმიანობა წელიწადში ერთხელ. 2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. სააგენტო შემოწმების დროს ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 3. სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემოწმების განსახორციელებლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი. 4. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შემოწმების აქტი. 5. დარღვევის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა დაწესებულების მიერ განმეორებითი შემოწმების ჩატარების შესახებ. 6. სააგენტო დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლებამოსილია, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გაუქმების შესახებ. 7. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება საექსპერტო დასკვნის მოქმედება. 8. სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს წინაშე აყენებს დაწესებულების წევრთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI,კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408მუხ.4
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება