თავი V — დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განს
2. თუ დაზარალებულს შეუძლია შეასრულოს სამუშაო მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა განისაზღვრება არანაკლებ 70 (სამოცდაათი) პროცენტით.
3. თუ დაზარალებულს შრომითი დასახიჩრების შედეგად შეუძლია შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ნაკლები მოცულობით ან კვალიფიკაციის დაქვეითებით და ანაზღაურების შემცირებით, ან მან დაკარგა კვალიფიკაცია, მაგრამ შეუძლია შეასრულოს შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და მცირე ანაზღაურების სხვა პროფესიის სამუშაო, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება 25-დან (ოცდახუთი) 60 (სამოც) პროცენტამდე, სამუშაოს მოცულობის, ანაზღაურების შემცირებისა და კვალიფიკაციის დაქვეითების მიხედვით.
4. თუ დაზარალებულს შეუძლია მუშაობის გაგრძელება თავისი პროფესიით, რასაც თან სდევს ანაზღაურების შემცირება, ან თავისი პროფესიით, მაგრამ წინანდელზე უფრო მეტი დაძაბულობით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დგინდება 25 (ოცდახუთ) პროცენტამდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-976-972(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2018
ამავე პერიოდში მოქმედი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პირს იმ შემთხვევაში უდგინდებოდა შრომისუნარიანობის 100%-ით დაკარგვა, თუ დაზარალებულს ჰქონდა ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდიდა ან აბრკოლებდა ნებისმიერი შრომის შესრულებას, მათ შორის სპეციალურად შექმნილ პირობებშიც კი.
- საქმე №ბს-710-702(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2016
ამავე პერიოდში მოქმედი ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პირს იმ შემთხვევაში უდგინდებოდა შრომისუნარიანობის 100%-ით დაკარგვა, თუ დაზარალებულს ჰქონდა ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდიდა ან აბრკოლებდა ნებისმიერი შრომის შესრულებას, მათ შორის სპეციალურად შექმნილ პირობებშიც კი.
- საქმე №ას-322-303-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2014
ექსპერტიზის ზემოხსენებულ დასკვნაზე მითითების პირობებში სასამართლომ არ გამოიყენა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად განმარტა „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის მე-5, მე-19 და 22-ე მუხლები. 2. სასამართლომ გამოიყენა შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე და 413-ე მუხლები, რომლებიც ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით ზოგად…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება