თავი V — დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განს
2. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას მისი არჩევით ძირითად პროფესიად ჩაითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული შრომითი დასახიჩრებისას ან რომელი პროფესიითაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი, აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაცია. იმ მოსწავლეს (სტუდენტს), რომელმაც მიიღო შრომითი დასახიჩრება საწარმოო პრაქტიკის გავლისას ძირითად პროფესიად ჩაეთვლება ის პროფესია, რომელშიც გადის სწავლებას.
3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ დაწესებულება აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21 1. პროფესიული შრომისუნარიანობა ესაა ადამიანის უნარი, შეასრულოს განსაზღვრული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარისხით. 2. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას მისი არჩევით ძირითად პროფესიად ჩაითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული შრომითი დასახიჩრებისას ან რომელი პროფესიითაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი, აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაცია. იმ მოსწავლეს (სტუდენტს), რომელმაც მიიღო შრომითი დასახიჩრება საწარმოო პრაქტიკის გავლისას ძირითად პროფესიად ჩაეთვლება ის პროფესია, რომელშიც გადის სწავლებას. 3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ დაწესებულება აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI,კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408მუხ.4
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-698-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
…და შემდეგი საკითხი არ გამოარკვია: თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის, ე.ი. სარჩოს გამოთვლისას, გადამწყვეტია, რამდენად შეუძლია მას დარჩენილი შრომის უნარის რეალიზება. ხსენებული კანონის 21.1 მუხლის მიხედვით, პროფესიული შრომისუნარიანობა ესაა ადამიანის უნარი, განსაზღვრული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარისხით შეასრულოს.
- საქმე №ას-92-87-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის,,პ“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ასევე მისი ტერიტორიული ერთეული - აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი, უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამედიცინო ექსპერტიზა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება