თავი V — დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განს
მუხლი 17🔗
დასაქმებულთა დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება შრომით დასახიჩრებად ჩაითვლება შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (შემდგომში – შრომითი დასახიჩრება) იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, (შემდგომში – დამსაქმებელი) ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ან მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე დამსაქმებლის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით სამუშაო ადგილზე წასვლის ან სამუშაოდან წამოსვლის შემთხვევაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 07.12.2001).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-917-876(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2007
აქედან გამომდინარე, მოპასუხეს დეტალურად უნდა შეესწავლა მისი დაზიანების ფაქტი და “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის შესაბამისად მისთვის უნდა განესაზღვრა შრომითი დასახიჩრების სტატუსი (ტ.1, ს.ფ.2-4). სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 35, 26/12/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება