ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2012 ძალადაკარგული 26.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 31 იანვარი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,  ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად საკრებულო ადგენს:          

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.05.2012წ.

    მუხლი 1

 ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დაბასა და სოფლებში ნორმატიული ფასის 100%;

ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ით;

გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%, ამასთან, შენობა-ნაგებობის საპრივატიზებო ფასის განსაღზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.

    მუხლი 2

დადგენილ ება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე              

ა. ხუნდაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დად გ ენილება №25 - ვებგვერდი, 11.05.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №9, 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1579788-1/