„პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2012 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№35/04
სარეგისტრაციო კოდი
220010020.18.011.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №3 5/04

+

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

  პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 55¹ მუხლებისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“.ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

მუხლი 1. დამტკიცდეს პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი თანდართული რედაქციით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

                                                                              

  პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

  1.ეს წესი განსაზღვრავს პირების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

  2.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

  3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და/ან მათი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ პირმა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილემ და/ან მისი მმართველი ორგანოს რომელიმე წევრმა დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (მხოლოდ იმ ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (სდპ)).

 4.პირებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.

  5.ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 6.პირებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 7.პირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 8.პირის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 9.ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილესათვის ლიცენზიის გაუქმება, პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის  13 ივნისის ბრძანება №85/04 - ვებგვრედი, 14.06.2017წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

    მუხლი 2. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა

+

1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა  გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

2. კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით.

3. ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

4. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

6. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

   მუხლი 3.

+
ანგარიშვალდებული საწარმოსა და სხვა პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

2. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშისა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.

5. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

6. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

7. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

8. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

9. „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესი ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

10. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს საწარმოს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეული ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №210/04 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

    მუხლი 4.

+
პირების მიერ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა

1. დაინტერესებული პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ან/და ხმის უფლების ბოროტად გამოყენება ან/და ინსაიდერული ვაჭრობა ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 16​1 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ნომინალური მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულაციაში მონაწილეობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. პირის მიერ ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის და მითითების შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

    მუხლი 5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების  დარღვევები და სანქციები

+

1. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში პირი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიის, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ ამ წესში აღნიშნული დარღვევების გარდა ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა მარეგულირებელი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დაჯარიმდება:

ა) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №6 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის  №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

– 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

– 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის  №6 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის  №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

ვ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ პირთან მიმართებაში;

თ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ი) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

– 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

– 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ლ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

პ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე;

რ) საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე;

ს) საბროკერო კომპანიასთან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ტ) საბროკერო კომპანიასთან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

უ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №42/04 - ვებგვრედი, 22.03.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანება №85/04 - ვებგვრედი, 14.06.2017წ.

    მუხლი 6. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი

+

1. პირების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

2. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

3. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისის ბრძანება №112/04 - ვებგვერდი, 28.06.2019წ.

    მუხლი 7. ამოღებულია

+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანება №85/04 - ვებგვრედი, 14.06.2017წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ, №35/04, 14.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1586410-4/