წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2012 ძალადაკარგული 26.10.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.122.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2012  წლი ს 24 თებერვალი 

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებ ის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის და სახანძრო -სამაშველო სამსახურის) თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).

    მუხლი 2

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).

    მუხლი 3

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3).

    მუხლი 4

თანამდებობრივი სარგოს გაცემა განხორციელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

    მუხლი 5

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №36 დადგენილება.

    მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       მ . საღარეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

დანართი 1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №1 0 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი

2360

3

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

900

5

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

450

9

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მთავარი სპეციალისტი

420

10

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წამყვანი სპეციალისტი

380

11

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების უფროსი სპეციალისტი

340

12

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სპეციალისტი

250

13

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

700

14

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი

350

15

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

290

 

დანართი 2

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

სამსახურის უფროსი

700

2

მთავარი სპეციალისტი

420

3

უფროსი სპეციალისტი

340

4

დამლაგებელი

200

დანართი 3

სახანძრო - სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

 სამსახურის უფროსი

700

2

მთავარი სპეციალისტი

420

3

უფროსი სპეციალისტი

340

4

ათეულის მეთაური

270

5

მძღოლი

250

6

მეხანძრე

250

7

დამლაგებელი

200

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №9, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.122.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1599372-1/