დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით:
ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;
გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება;
დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით;
ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება;
ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისათვის.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-977-1011-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2011
…მუსიკალური კომოზიცია «თ-ს» უნებართვოდ გამოყენება, პოლიტიკურ მოძრაობას «...» საქართველოს ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 23-ე მუხლების, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ სახელმწიფო…
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
აღსანიშნავია, რომ სადავო ფოტოსურათების ფოტონაწარმობად მიჩნევის შემთხვევაშიც, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 22-ე და 23-ე მუხლებიდან გამომდინარე, არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებებით რ.
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
მ-ს საავტორო უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-5, მე-10, მე-11, მე-18, 23, 59-ე მუხლებით და საპატენტო კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით. აეკრძალოს მოპასუხეს საერთაშორისო ღვინის ფესტივალის „ვაზის საგალობელის» ჩატარება;
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
მე-12 მუხლები, ასევე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 31-ე, 58-ე და 59-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და 23-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც მოსარჩელეებს მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს: მოპასუხეების საავტორო უფლებათა დამრღვევებად აღიარება;
- საქმე №3კ/662-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2002
…ამცნო ენციკლოპედიის გამოცემის დაწყების თაობაზე და მის პირველ წიგნს “სამყარო” ხელმომწერები გაუჩნდა; გამავრცელებლებმა დარჩენილ ტირაჟს ასევე გაუკეთეს რეალიზაცია სასამართლო განჩინების მიღებამდე, რაც მოსარჩელისთვის ცნობილია. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ბოლო გამოცემაში მოხდა გამოყენებული ნაწარმოების ავტორებისა და სესხების წყაროს სრულად დაფიქსირება და ამდენად, რედაქციას კანონი არ დაურღვევია.
- საქმე №330210015002138594 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება