1. კომპიუტერული პროგრამის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა;
ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;
გ) (ამოღებულია).
2. მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;
გ) (ამოღებულია).
დ) ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №3კ-121-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
მოპასუხეებმა ისარგებლეს რა ამ გარემოებით და 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კანონის მე-13 მუხლის დარღვევით, დიდი ოდენობით და ხარვეზებით გამოსცეს და რეალიზაცია გაუკეთეს ავტორების მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნს „გეოპოლიტიკის საფუძვლებს“, რითაც დაარღვიეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 36-ე, მე-40 და 42-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხეებმა: დ. ე-ემ, შპს გამომცემლობა "მ.“ და გაერთიანება „ო.“ 1999 წლის 27 დეკემბერს შესაგებელით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს შემდეგი: 1.
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
…ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად. 6.9. კანონის 19.1 მუხლის თანახმად, კომპიუტერული პროგრამის ავტორი კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ.
- საქმე №330210018002287649 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
…სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). აღნიშნული კანონის მე-19 მუხლი უკვე კონკრეტულად კომპიუტერულ პროგრამაზე უფლებას ეხება და მე-18 მუხლით დადგენილის გარდა პროგრამის ავტორის სხვა უფლებებსაც იცავს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება