1. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.
2. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.
3. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, გადაამუშაონ იგივე ნაწარმოებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა), 12.1 (შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს), 13.1 და 13.2 მუხლის (გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.
- საქმე №ას-221-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
ამ კანონიოს 13.1 და 13.2 მუხლის მიხედვით, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.
- საქმე №ას-892-850-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2015
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის საფუძველზეც, ნ.ძ. არ წარმოადგენდა საავტორო უფლების მფლობელს, რადგან, მართალია, მან…
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
…ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კოპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.
- საქმე №ას-527-1201-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით კასატორმა მიიჩნია, რომ ორიგინალური ნაწარმოების ავტორის ნებართვის გარეშე მისი გადამუშავებისას, გადამუშავების ავტორს საავტორო უფლებები არ წარმოეშვება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება