1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება, აკრძალოს ნაწარმოების გამოყენება საამისოდ საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე.
3. თანაავტორთა შეთანხმებით ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი ფსევდონიმით.
4. ყოველ თანაავტორს აქვს უფლება, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-892-850-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2015
…„მსოფლიოს დეტექტივის სეიფის“ სერიით მისი ნებართვის გარეშე ცალ-ცალკე გამოსცა 10 წიგნი, საიდანაც 7 წიგნში მთარგმნელად მითითებული იყო ნ.ძ.ე, ხოლო სამ წიგნში (№7,№9,№18) მასთან ერთად მთარგმნელად მითითებული იყვნენ ბ., ზ. და დ. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, თანაავტორობა არის ორი ან მეტი პირის ერთობლივი შრომა, რომლის შედეგადაც იქმნება ნაწარმოები.
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 42-ე მუხლზე, 58-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე…
- საქმე №ას-977-1011-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2011
…აეკრძალა მუსიკალური კომოზიცია «თ-ს» უნებართვოდ გამოყენება, პოლიტიკურ მოძრაობას «...» საქართველოს ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 23-ე მუხლების, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ სახელმწიფო…
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
მ-ს საავტორო უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-5, მე-10, მე-11, მე-18, 23, 59-ე მუხლებით და საპატენტო კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით. აეკრძალოს მოპასუხეს საერთაშორისო ღვინის ფესტივალის „ვაზის საგალობელის» ჩატარება;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება