1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.
2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.
3. შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებთა შესაქმნელა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-221-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
…კერძოდ, თარგმანი, ხოლო შედგენილი ნაწარმოებია: კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია,მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით, ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. 13. ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
…აღნიშნული ნაწარმოებები არ წარმოადგენდა შედგენილ ნაწარმოებებს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე და მითითებული ნორმების თანახმად განმარტა, რომ ნაწარმოების შედგენაში მოიაზრება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, რაც მასალის შერჩევა-განლაგებაში გამოიხატება.
- საქმე №ას-1210-1139-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2013
აქედან გამომდინარე ამ სახის მონაცემთა ბაზაზე შეიძლება გავრცელდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი. კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
“საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლექსიკონი შედგენილი ნაწარმოებია და იმავდროულად შეიძლება მონაცემთა ბაზისათვის დამახასიათებელ ნიშნებსაც შეიცავდეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება