1. ქონებრივი
უფლებები
დასაქმებულის
ან
შეკვეთის
მიმღების
მიერ
შექმნილ
ნაწარმოებზე
, რომელიც
დაკავშირებულია
სამსახურებრივი
მოვალეობის
ან
შეკვეთის
შესრულებასთან
(სამსახურებრივი
ნაწარმოები
), ეკუთვნის
შესაბამისად
დამსაქმებელს
ან
შემკვეთს
, თუ
ხელშეკრულებით
სხვა
რამ
არ
არის
გათვალისწინებული
.
2. (ამოღებულია)
.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. დამსაქმებელს
უფლება
აქვს
, სამსახურებრივი
ნაწარმოების
ნებისმიერი
სახით
გამოყენებისას
მიუთითოს
თავისი
სახელი
(დასახელება
) ან
მოითხოვოს
ასეთი
მითითება
.
7. სამსახურებრივი
ნაწარმოების
ნებისმიერი
სახით
გამოყენებისას
საავტორო
გასამრჯელოს
(ჰონორარის
) ოდენობა
და
გადახდის
წესი
შეიძლება
განისაზღვროს
ავტორსა
და
დამსაქმებელს
შორის
ხელშეკრულებით
.
8. (ამოღებულია)
.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული…
- საქმე №ას-1522-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონებრივი უფლებები შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-924-874-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2016
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანი ავტორის არაქონებრივი უფლების დაცვაა და თუკი მოსარჩელის შემოქმედებას თუნდაც სამსახურებრივ ნაწარმოებად მივიჩნევდით, ეს გარემოება, სხვა წინაპირობების არსებობისას, ხელისშემშლელი ვერ იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რადგანაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი აქცენტს საავტორო ქონებრივ უფლებებზე აკეთებს და არ ადგენს რაიმე შეზღუდვას ავტორის არაქონებრივი უფლებების მიმართ.
- საქმე №ას-1210-1139-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2013
ასევე ამავე კანონის მე-16 მუხლის 1. პუნქტის შესაბამისად ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან, ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.01.2013
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ე.
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
- საქმე №ას-397-377-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2011
- საქმე №ას-353-329-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2010
- საქმე №ას-721-996-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2005
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება