1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.
2. როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია) ან ანონიმურად, გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე, ითვლება ავტორის წარმომადგენლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დებულება გამოიყენება მანამ, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთა
- საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
…გონივრულ მოთხოვნებს. მოხმობილი მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების რეპროდუცირება არის ნაწარმოების პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.
- საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…გონივრულ მოთხოვნებს. მოხმობილი მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების რეპროდუცირება არის ნაწარმოების პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.
- საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…კომპენსაციის დაკისრება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კი პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლებზე. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-10…
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
- საქმე №010210017002001437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002438119 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210115001204102 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება