1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
2. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №ას-931-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
…უფლება. 15. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. 16. ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
- საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
…სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 9.1-9.26 ქვეპუნქტებში ასახულ, სამართლებრივ შეფასებას და კასატორის საყურადღებოდ, უპირველეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მისი პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე დაუსაბუთებელია. 33. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე;
- საქმე №ას-221-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
…მქონე პირებით დაკომპლექტდა და პროცედურული დარღვევების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს შექმნის, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებისა და კომისიის დასკვნის ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა. 12. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე,…
- საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება, ძირითადად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წიგნის გამოცემას, რომელიც “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით არ განიხილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი მტკიცებულება- ელ-ფოსტაზე მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე სთხოვდა მოპასუხეს მის წიგნში არსებული შეცდომების გასწორებაში დახმარებისთვის წინასწარ შეთანხმებას (იხ.
- საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…მოსარჩელე. საავტორო უფლებიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლებები შესაძლოა ეკუთვნოდეს ერთ კონკრეტულ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილია ითხოვდეს დარღვეული უფლების აღდგენას და დაუშვებელია კონკრეტული უფლება ეკუთვნოდეს სხვა პირებს. 3.13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე,…
- საქმე №ას-854-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-1040-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-947-909-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.01.2013
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
- საქმე №ას-790-844-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-227-212-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2011
- საქმე №ას-397-377-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2011
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ას-706-661-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2010
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
- საქმე №ას-470-782-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2009
- საქმე №ას-957-1223-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2006
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
- საქმე №ას-448-1091-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2003
- საქმე №3კ/324-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2003
- საქმე №330210015002138594 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №330210019002833706 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330210118002773213 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002438119 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330210117001851517 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება