ეს კანონი ვრცელდება:
ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად; შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და რომელიც გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით;
ე) არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა;
ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№3694
- ვებგვერდი, 15.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3694
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-1428-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2018
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას საავტორო უფლების დარღვევის ნაწილში, საქალაქო სასამართლო განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-8 ნაწილების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა თეატრის მშენებლობის არქიტექტურული სამუშაოები და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.
- საქმე №ას-256-256-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2018
ვინაიდან დავის საგანი ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის ქონებრივ ინტერესებს შეეხება, მისი რეგულირება სწორედ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა განხორციელდეს (კანონის პირველი და მე-3 მუხლების „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);
- საქმე №ას-957-1223-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2006
…ე.ი. მოპასუხეს. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის I პუნქტი, რომლის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ასევე, ბერნის კონვენციის პირველი მუხლი, მეორე მუხლის პირველი აბზაცი; „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ ბერნის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,…
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-12 მუხლები, ასევე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 31-ე, 58-ე და 59-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის მე
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” 1-ლი მუხლით, მე-3 მუხლის “ა” პუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემული დავა განხილულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონის გამოყენებით. სასამართლომ ზემო ხსენებული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით…
- საქმე №030210015001070566 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №010210016001491138 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №010210018002387680 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №010210017002001437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №010210018002387680 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002438119 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება