ეს კანონი არეგულირებს:
ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);
ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);
გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე,…
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტით, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-9 მუხლით,…
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
…ნაწარმოებს, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ წარმოდგენილ იდეასთან, პროექტთან რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც მითითებული არიან გადაცემა,,პ-ის“ ტიტრებში, როგორც პროდიუსერი, იდეისა და ფორმატის ავტორები. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები).
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” 1-ლი მუხლით, მე-3 მუხლის “ა” პუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემული დავა განხილულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონის გამოყენებით.
- საქმე №3კ-121-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
მოპასუხეებმა ისარგებლეს რა ამ გარემოებით და 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კანონის მე-13 მუხლის დარღვევით, დიდი ოდენობით და ხარვეზებით გამოსცეს და რეალიზაცია გაუკეთეს ავტორების მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნს „გეოპოლიტიკის საფუძვლებს“, რითაც დაარღვიეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 36-ე, მე-40 და 42-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხეებმა: დ. ე-ემ, შპს გამომცემლობა "მ.“ და
- საქმე №010210018002516690 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002438119 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310118002411295 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №010210018002614214 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება