1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:
ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-344-328-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2012
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ საავტორო უფლება არ ვრცელდება ისეთ ნაწარმოებზე, როგორიცაა სახელმწიფო სიმბოლოები.
- საქმე №ას-977-1011-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2011
…კომოზიცია «თ-ს» უნებართვოდ გამოყენება, პოლიტიკურ მოძრაობას «...» საქართველოს ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 23-ე მუხლების, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ სახელმწიფო სიმბოლოებში იგულისხმება…
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
ნიშანდობლივია, რომ ცალკეული უცხოენოვანი სიტყვის თარგმანი ფაქტს, მონაცემს, ინფორმაციას წარმოადგენს და მასზე უნდა გავრცელდეს “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში რაიმე ახალი არ იქმნება და შეუძლებელია ერთი და იგივე სიტყვას სხვადასხვა ლექსიკონში განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭოს, ან აიკრძალოს ამ სიტყვის ლექსიკონში შეტანა იმის გამო, რომ იგი ადრე გამოქვეყნებულ ლექსიკონში იმავე მნიშვნელობით იყო განმარტებული.
- საქმე №ას-470-782-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2009
კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად ეს არასწორია, რამდენადაც “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ისტორიული ძეგლების შესახებ და შესაბამისად, ისტორიული ფაქტების და მოვლენების შესახებ წიგნში ასახულ თხრობაზე ცალკე, განყენებულად საავტორო უფლება არ ვრცელდება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება