1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია:
ა) ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა);
ბ) დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის ან პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები;
გ) მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ;
დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები;
ე) სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნაწარმოები;
ვ) დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები;
ზ) თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები;
თ) არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოები;
ი) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად;
კ) რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს;
ლ) გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება;
მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;
ნ) სხვა ნაწარმოებები.
2. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი.
3. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად.
4. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.
საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კანონი №1693 - სსმ I, №28, 28.10.2002 წ., მუხ. 129
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა), 5.2 (საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომლიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა), მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის (ხელოვნების ნაწარმოებია გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა,…
- საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
…სასამართლოს მსჯელობაზე დაუსაბუთებელია. 33. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე; ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია და სხვ.).
- საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე; ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია და სხვ.).
- საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ამავე კანონის 6.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება - ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა).
- საქმე №ას-1522-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
ნაწარმოების ერთ-ერთ სახეს კი, კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკულპტურა წარმოადგენს. ხსენებული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწარმოების შექმნის…
- საქმე №ას-556-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2022
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.01.2013
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
- საქმე №ას-790-844-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-227-212-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2011
- საქმე №ას-397-377-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2011
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
- საქმე №ას-470-782-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2009
- საქმე №ას-957-1223-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2006
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
- საქმე №3კ/324-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2003
- საქმე №3კ-121-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
- საქმე №330210019002869702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №330210019002833706 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330210118002773213 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330210117001851517 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330210115001190320 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330210018002287649 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330210017002170884 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №330210115001204102 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.