1. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.
2. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.
3. (ამოღებულია)
.
4. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;
ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-931-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
…ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია. 17. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან.
- საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…გამოცემით დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლებები. მოპასუხემ გამოსცა წიგნი სხვისი კუთვნილი ნაწარმოების უნებართვო გამოყენებით, ამავე დროს ზოგ შემთხვევაში გამოყენებული ტექსტის მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ცვლილებების შეტანით. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან.
- საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან.
- საქმე №ას-854-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…აიტვირთა www.youtube.com-ზე და ყველასთვის უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, ასევე, ს.ფ. 118). 3. სააპელაციო სასამართლომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.ა, 5.2, 5.3, მე-9 მუხლებზე, ასევე, „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 16.05.1995 წლიდან) მე-2 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ…
- საქმე №ას-924-874-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2016
სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-18, 59-ე მუხლების მოთხოვნები, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-16 მუხლების მოთხოვნები იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ…
- საქმე №ას-892-850-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2015
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
- საქმე №ას-790-844-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-397-377-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2011
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ას-470-782-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2009
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
- საქმე №330210015002138594 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №330210019002833706 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330210118002773213 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება