ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2012 ბოლო ცვლილება 25.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.106.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის  27 მარტი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-3, 3​1 და მე-5 ნაწილის, 204-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ​2“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.

1. შემოღებულ იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის №33 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                      მ. ჭოხონელიძე

    შეტანილი ცვლილებები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 24.09.2012 წ.

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

    მუხლი 1.

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

    მუხლი 2.

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტს.

    მუხლი 3.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) საგადასახადო წლის განმავლობაში 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) საგადასახადო წლის განმავლობაში 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.

    მუხლი 4. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სახნავისა (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის - 76 ლარი;

ბ) ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბებისთვის - 20 ლარი;

გ) ბუნებრივი და გაკულტურებული საძოვრებისთვის - 16 ლარი.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია - 28.02.2013, №2)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.

    მუხლი 6.

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვრება შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

№

დასახლება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ ​2 - ზე

( ლარ ი)

წლიური გადასახადის განაკვეთი

1 მ ​2 - ზე

(3 X 4)

1

ქ. ხობი

1,1

0,24

0,264

2

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებ ი

1

0,24

0,24

    მუხლი 7​1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ​2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 24.09.2012 წ.

მუხლი 8.

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“, №14, 27.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.106.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1626576-2/