საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-166-165(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
…მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე და 1-8-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, ქ. თბილისის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „პ“ ქვეპუნქტების, ქ.
- საქმე №ას-853-800-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2012
რაც შეეხება რ-ის №3 საჯარო სკოლის დირექტორის №102/ბ და 106/ა ბრძანებებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლისა და რ-ის №3 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-8 მუხლის თანახმად, ისინი გამოკრული იყვნენ სკოლის საინფორმაციო დაფაზე მათი გამოცემის დღესვე და მოსარჩელეს შეეძლო და ვალდებულიც იყო გაცნობოდა მას.
- საქმე №ბს-865-827(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2010
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ზაკ-ის მე-60, 611-ე, 70-ე მუხლები, არ გამოიყენა საბინაო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილი, სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სწორი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
- საქმე №ბს-199-193(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2009
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროს დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 53-ე, 54-ე, 56-ე, 57-ე და 58-ე მუხლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს…
- საქმე №ბს-1057-1020(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.01.2009
გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნები. Aაპელანტმა მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473…
- საქმე №ბს-275-268(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2008
- საქმე №ბს-446-424(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2007
- საქმე №ბს-807-773(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2007
- საქმე №ბს-1021-606(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2006
- საქმე №3გ-ად-79-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2003
- საქმე №3გ-ად-291-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2002
- საქმე №3გ/ად-178-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2002
- საქმე №330310017001914804 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.06.2018
- საქმე №050310017001716509 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება