ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2012 ბოლო ცვლილება 19.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.115.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლენტეხ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 28 მარტი

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

1.  შემოღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები , დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 24.09.2012წ.

2​1 ​. გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 24.09.2012წ.

3.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის №20 დადგენილება.

5.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. დადგენილების მოქმედების ვადა გავრცელდეს 2012 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 24.09.2012წ.

დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის

1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა ”, ,,ბ ”, ,,გ ” ,,დ ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

    მუხლი 2. ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისთვის

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა)  100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;

ბ)  100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

    მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 3.75 ლარი;

ბ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებელი) – 2.25 ლარი ;

 გ) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 56 ლარი .

2. ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 25 ლარს.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს .

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

    მუხლი 4. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონის დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 კვ .მ -ზე ლარებში

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 კვ .მ -ზე ლარებში (2X3)

1

2

3

4

დ. ლენტეხი

0.28

0.24

0.0672

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები

0.14

0.24

0.0336

სოფლებს შორის არეალი

0.07

0.24

0.0168

 

 

 

 

    მუხლი 5. (ამოღებულია - 30.04.2012, №18)

  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 16.05.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“, №14, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.115.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1627926-2/