საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2012 ძალადაკარგული 13.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №279

2012 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოეთში ქართული კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, პროდუქციის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობით საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – Georgian Agency for International Cooperation (GAIC).

2​1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა (სახელმწიფო მინისტრის აპარატი):

ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სააგ ე ნტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

გ) უზრუნვ ე ლყოს სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

3. საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს განსათავსებ ლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) (ამოღებულია – 07.08.2012, №679).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

4. (ამოღებულია – 07.08.2012, №679).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

5 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“, №279, 04.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1629433-1/