ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2012 ძალადაკარგული 09.12.2013
ნომერი
№011
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №011

2012 წლის 5 აპრილი

ქ. ბათუმი

ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“დამტკიცების თაობაზე

 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისი ს № 1-1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული, ტექნიკური რეგლამენტი ,,საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლე ქ ტების“ შესახებ“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2009 წლის 28 ივნისის № 93 (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.1600.070.47.052.013.348 ) ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 მაისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 28.05.2013წ.

                                                                                                                                            დანართი

ტექნიკური რეგლამენტი

,,საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1 . ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ ( შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, კერძოდ VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების შესაბამისად (SOLAS 74), ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1999 წლის 25 ნოემბრის 890 (21) რეზოლუციის „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპები“ და 2003 წლის 5 დეკემბრის №890 (22) რეზოლუციის ცვლილებების შესაბამისად.

3. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტის ( შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ( შემდგომში – სააგენტო).

4. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა.

5. კომპანია ვალდებულია ნაოსნობის დროს გემი დააკომპლექტოს ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი მოწმობის შესაბამისად.

6. კომპანიას უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება მოწმობით გათვალისწინებულ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობას, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი;

ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები;

გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

7. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის რეკომენდაციით თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემებზე სააგენტოს თანხმობით შესაძლებელია გაიზარდოს წინამდებარე ბრძანებით დადგენილი ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურთა დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;

ბ. მოწმობა – ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით, რომელიც განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას;

გ. GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს;

დ. საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, მატროსი, ბოცმანი, მზარეული;

ე. სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, მოტორისტი;

ვ . პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში;

ზ. A1 რაიონი – საზღვაო რაიონი, რომელიც შემოფარგლულია საზღვაო სანაპიროთი და ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS-ის სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან 30 საზღვაო მილის წრეწირის რკალით;

თ. კომპანია – გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე;

ი. სპეციალური დანიშნულები გემი – გაღრმავებითი სამუშაოების საწარმოებელი გემი, ჰიდროგრაფიული დანიშნულების გემი, ან გემი, რომელზეც განთავსებულია სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები.

2. ტერმინები, რომლებიც არ რის განმარტებული წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 3. მოქმედების სფერო

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე, მათ შორის, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემზე.

2. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და ნაკლებია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის და მისი № 1 დანართის, ცხრილი 1-ის შესაბამისად.

3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის ცხრილი 2-ის შესაბამისად.

4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის № 1 დანართის ცხრილი 3-ის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 მარტის ბრძანება № 03 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.

    მუხლი 4. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები

წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება:

ა) გემის უსაფრთხო მართვა;

ბ) მგზავრთა უსაფრთხოება;

გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა;

დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება;

ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა;

ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი;

ზ) გემზე ტვირთის და ბარგის უსაფრთხოება;

თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა;

ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა.

    მუხლი 5. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები

გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედვ ე ლობაში მიიღება ეკიპაჟის შემად გ ენლობის მიერ:

ა) სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა;

ბ)ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმა/ახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა;

გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება;

დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანის და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა;

ე) გემის ჰერმეტულობის დაცვა;

ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა;

ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით.

    მუხლი 6. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას

1. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდეობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და გემის პერსონალის წევრი.

2. თუ მოწმობით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური მისაღები სტანდარტი 10 (ათი) წევრზე მეტია, მაშინ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს მზარეული.

3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, ს ავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ერთი ელექტროტექნიკოსი.

4. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მეზღვაური, რომელსაც აქვს GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის შესაბამისად.

    მუხლი 7. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა

1. მოწმობა გაიცემა უვადოდ.

2. კომპანია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კომპანია, გემის კლასი, დონე, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

3. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა.

4. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

    მუხლი 8. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია

1. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ქართულ- ინგლისურ ენებზე იმ გემებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო ნაოსნობაში.

მოწმობაში აღინიშნება:

ა) გემის სახელი;

ბ)გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება;

გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები;

დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი;

 ე) გემის საერთო ტევადობა;

ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე;

ზ) გემის ტიპი;

თ) ნაოსნობის რაიონი;

ი) კომპანია;

კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ;

ლ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება;

მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

ო)მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი.

2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი.

    მუხლი 9. მოწმობის გაცემის წესი და პროცედურა

მოწმობის გაცემის წესი, პროცედურა, საფასური და გაცემის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინური წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბერის №51 ბრძანების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანების №1-1/592 შესაბამისად.

 

 

                                                                                                                                     დანართი №1

                                                                                                                                               ცხრილი 1

საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის  გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური  შემადგენლობა

 

ამძარავი დანადგარის სიმძლავრე 75 კვტ-დან (100 ცხ.ძ) -150 კვტ (200 ცხ.ძ)-ის ჩათვლით

 

ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში

საგემბანე

შემადგენლობა

სამანქანე

შემადგენლობა

ნაპირიდან არა უმეტეს 3

 საზღვაო  მილისა

2

-

ნაპირიდან 

3 საზღვაო მილზე მეტი

2

1

 

არაავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში

საგემბანე განყოფილების შემადგენლობა

სამანქანე განყოფილების შემადგენლობა

ნაპირიდან არა უმეტეს

 3  საზღვაო მილისა

2

1

ნაპირიდან

  3 საზღვაო მილზე მეტი

2

2

ამძრავი დანადგარის სიმძლავრე 150 კვტ (200 ცხ.ძ)-ზე მეტი

 

ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში

საგემბანე განყოფილების შემადგენლობა

სამანქანე განყოფილების შემადგენლობა

ნაპირიდან  არა უმეტეს

5  საზღვაო მილისა

2

1

ნაპირიდან 5 საზღვაო მილზე მეტი

2

2

 

ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში

საგემბანე განყოფილების შემადგენლობა

სამანქანე განყოფილების შემადგენლობა

ნაპირიდან არა უმეტეს

5 საზღვაო მილისა

2

2

ნაპირიდან  5

საზღვაო მილზე მეტი

2

2

 

                                                                                                                                             ცხრილი 2

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის ეკიპაჟის მინიმალური სანავიგაციო შემადგენლობა , გემის საერთო ტევადობის მიხედვით ( ტონებში )

№

თანამდებობა

101-499

500-999

1000-2999

3000-7999

8000-14999

>15000

1.

კაპიტანი

1

1

1

1

1

1

2.

უფროსი თანაშემწე

1

1

1

1

1

1

3.

კაპიტნის სავახტო / თანაშემწე

-

-

1

2

2

2

4.

პირველი კლასის მატროსი ან მატროსი

1

2

2

3

3

3

5.

პირველი კლასის მატროსი ან სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი

 

1

1

1

1

2

3

6.

სულ

4

5

6

7

9

10

სამანქანე განყოფილების განსაზღვრა გემის ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით ( კვტ )

№

თანამდებობა

<750

>751-1500

>1501-3000

>3001-6000

>6001-8000

>8001

ავტომატიზებული მართვის სისტემის არმქონე

1.

უფროსი მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

2.

მეორე მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

3.

სავახტო მექანიკოსი

-

-

1

1

2

2

4.

პირველი კლასის მოტორისტი ან მოტორისტი

1

1

2

2

2

3

5.

პირველი კლასის მოტორისტი ან სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი

1

1

-

1

1

1

6.

სულ

4

4

5

6

7

8

ავტომატიზებული მართვის სიტემის მქონე

1.

უფროსი მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

2.

მეორე მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

3.

სავახტო მექანიკოსი

-

-

1

1

2

2

4.

მოტორისტი

-

1

-

1

2

2

5.

სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი

1

-

1

1

1

1

6.

სულ

3

3

4

5

7

7

ამ დანართის მიზნებისთვის აღნიშვნა „–“ნიშნავს, რომ -  აღნიშნული კატეგორიის გემის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისთვის არ არის აუცილებელი შესაბამისი რანგის მეზღვაური.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 მარტის ბრძანება № 03 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 მაისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 28.05.2013წ.

                                                                                                                                          ცხრილი 3

შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური  შემადგენლობა

საგემბანე განყოფილების შემადგენლობა

 

500 რტ - ზე ნაკლები

500 რტ და მეტი

 

მანძილი

რაოდენობა

მანძილი

რაოდენობა

 

 

 

5 მილი და ნაკლები

 

 

1 კაპიტანი

 

 

5 მილი და ნაკლები

1 კაპიტანი               

 

1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი

1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი

 

1 მატროსი

 

5 მილზე მეტი 12 მილამდე

1 კაპიტანი                  

 

 

5 მილზე   მეტი 12 მილამდე

1 კაპიტანი                                       

 

 

1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი

 

  1 კაპიტნის სავახტო თანაშემწე   

 

1 სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი

 

    1 მატროსი

 

 

1 მატროსი

 

 

 

სამანქანე განყოფილების შემადგენლობა

 

3000 კვტ - ზე ნაკლები

3000 კვტ და მეტი

 

რაოდენობა

რაოდენობა

 

1   სამანქანე განყოფილების მექანიკოსი        

1 უფროსი მექანიკოსი                                                                     

   

 

1 მოტორისტი

1 სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი

 

 

1 მოტორისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 მარტის ბრძანება № 03 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.

                                                                                                                                      დანართი № 2

                                                                        საქართველო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

GEORGIA

MARITIME TRANSPORT AGENCY

 

ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი

Minimum Safe Manning Document

 

 წინამდებარე დოკუმენტი  გაცემულია 1974 წლის კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“  V/14 (2) წესის, საქართველოს საზღვაო კოდექსის და საგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანების  „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დებულებათა შესაბამისად. /   Present Document  is issued under the provisions of the regulation V/14 (2) of the Internationa Convention for The Safety of Life at Sea,1974,  as amended, Maritime Code of Georgia and  “Minimum Safe Manning Requirements on the Ships flying Georgian Flag” Approved by the  Director of Maritime Transport Agency dated April 5, 2012 Order №011

                                                                                             

                                გემის სახელი        __________________________                             IMO  ნომერი_____________    

       

                                Name of Ship                                                                                            IMO Number                                                                          

 

                               სახმობი სიგნალი __________________________                              მიწერის ნავსადგური__________________

    

                               Call Sign                                                                                                    Port of Registry

                               

                               გემის ტიპი            ___________________________                             საერთო ტევადობა __________________                      

 

                               Type of Ship                                                                                               GT

                                     

მთავარი ძრავის სიმძლავრე (კვტ) ____________      პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილება კი/არა

                              Main propulsion power (KWT)                                            Periodicaly unattended machinary space                   yes/no

                           

                               

                              კომპანია      ________________________________________________________________________________

                               Operating Company  

 

 ნაოსნობის რაიონი / Trading  area:

აღნიშნული გემი ზღვაში გასვლისას ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაკომპლექტებულად, თუ მასზე იმყოფება დოკუმენტით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის და თანამდებობის ეკიპაჟი. /   The Ship named in this document is considered to be safely manned if, when she  proceeds to sea , she carries not less than the  number  and grades/capacites of personnel as specified by the present document .                  

თანამდებობა

Grade/Capacity                                 

 

სერტიფიკატი

 Certificate

(STCW)

რაოდენობა

Number of Persons

თანამდებობა

Grade/Capacity

სერტიფიკატი

 Certificate

(STCW)

რაოდენობა

Number of Persons

კაპიტანი /Master

 

 

 ბოცმანი / Bosun

 

 

კაპიტნის უფროსი თანაშემწე/

 Chief Officer

 

 

პირველი კლასის მატროსი ან სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი/  Able Seafarer or   Deck Rating forming part of Navigational Watch

 

II/4

 

კაპიტნის სავახტო თანაშემწე/ Officer in charge of Navigational Watch

 

 

 პირველი კლასის მატროსი ან      მატროსი/

 Able Seafarer or Able Seafarer Deck

 

II/4 or II/5

 

უფროსი მექანიკოსი/

 Chief Enginer

 

 

პირველი კლასის მოტორისტი ან სამანქანო განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი/ 

Motormen or Rating forming part of Engine Watch

 

III/4

 

მეორე მექანიკოსი/

Second Engineer

 

 

პირველი კლასის მოტორისტი ან მოტორისტი/

 Motormen  or Able Seafarer Engine

 

III/4 or III/5

 

სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსი /   Officer in charge of Engineering Watch

 

 

მზარეული/

Chief Cook

 

 

ელექტროტექნიკოსი ოფიცერი/                                 Electro Technical Officer

 

 

რიგითი ელექტროტექნიკოსი/

Electro Technical rating

 

 

სპეციალური  მოთხოვნები /Special requirements or conditions, if any:

        სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ / The Certificate is permanent.

                

      გაცემის ადგილი _____________                      უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ___________________________                 

      Place of issue                                                      Signature of Authorized Person

      გაცემის თარიღი_____________                                                            

      Date of issue                                                       MTA3-03-200                                                            Cert. No 00000

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 მაისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 28.05.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“, №011, 05.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1631094-2/