საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 67
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე -3 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“61 -ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2–30 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0159 ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.
მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები
1. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება, ვენახის ფართობებსა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკის (საინფორმაციო ბანკის) დადგენა და წარმოება;
გ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კომპენტენციის ფარგლებში, ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა;
დ) საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და მასში მონაწილეობის მიღება;
ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე, შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა;
თ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი;
ი) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;
კ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;
ლ) სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;
დ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, შინაგანაწესს, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აგრეთვე სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და სპეციალისტებს, ადგენს კომისიის წევრების შემადგენლობას, განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
კ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;
ლ) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით ქმნის კომისიებს ან/და სამუშაო ჯგუფებს;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
4. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე და მრჩეველი, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
გ) ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი;
დ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან სააგენტოში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და კოორდინაცია;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;
ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს ინტერესების სამართლებრივი დაცვა;
ზ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია სააგენტო;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში, სააგენტოს ინტერესების წარმოდგენა, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტების არსებობისას, შესაბამისი რეაგირება;
ლ) სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა და სააგენტოს ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
მ) სააგენტოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს თანამშრომლების საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილების, ინფორმაციის და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა;
გ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) დარგის სტატისტიკური ანგარიშების და ტექნიკური რეგლამენტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი ანალიზი;
ე) მევენახეობის სტრატეგიული განვითარების ტექნიკურ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა და კვლევა.
3. ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან პროდუქტებზე, შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება და გაცემა;
ბ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე, წარმოშობის სერტიფიკატების მომზადება, გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;
გ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის, საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;
დ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე, ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;
ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ფიზიკო-ქიმიური ანალიზების და ორგანოლეპტიკური დასკვნების მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა;
თ) ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი;
ი) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;
კ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
ლ) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;
მ) მოსალოდნელი მოსავლის პროგნოზირება, არსებული საწარმოო სიმძლავრეებისა და ნედლეულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ნ) ღვინის კომპანიების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების განზრახვისა და ვენახების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
ო) რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა;
პ) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) ვენახის ერთიანი კადასტრის წარმოება.
4. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, როგორც შიდა, ისე გარე, სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;
დ) დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს შესახებ ინფორმაციის და სიახლის განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ვ) სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ზ) სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა;
თ) საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტების უცხო ენაზე მომზადება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 6. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია
1. სააგენტოსთან იქმნება მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს თავმჯდომარე, დეგუსტატორების შრომის ანაზრაურება ხორციელდება სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. თავმჯდომარე ადგენს სადეგუსტაციო კომისიის წევრების შემადგენლობას.
5. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობის წესი და პირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
ბ) ადგენს სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან გამოითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას და დოკუმენტებს;
ვ) თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან განსახილველად წარადგენს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ზ) თავმჯდომარის თანხმობით, მონაწილეობს სააგენტოში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
თ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
მუხლი 8. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება:
ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1.სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
+
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 67
+
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
+
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე -3 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2–30 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
ზ . გოროზია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
+
1. ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0159 ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.
მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები🔗
ა) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება, ვენახის ფართობებსა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკის (საინფორმაციო ბანკის) დადგენა და წარმოება;
გ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კომპენტენციის ფარგლებში, ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა;
დ) საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და მასში მონაწილეობის მიღება;
ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე, შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა;
თ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი;
ი) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;
კ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;
ლ) სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
+
სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:
ა) მევენახეობა – მეღვინეობის დარში კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ი ღონისძიებების გატარება;
ბ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, ტექნიკურ ი და ფიტოსანიტარიულ ი კონტროლის გაანხორციელება, ვენახის ფართობებსა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკის (საინფორმაციო ბანკის) დადგენა და წარმოება;
გ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კომპენტენციის ფარგლებში ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა;
დ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის მიზნით , მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ი ღონისძიებების გატარება;
ე) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, ტექნიკურ - ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) მხარის ღვინისა და ღვინის ბრენდის, ასევე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოების, დასახელების და ეტიკეტირების გამოყენების კონტროლი;
ზ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დარგთან დაკავშირებულ ი სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;
თ) მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების, ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციის, კონკურსების და გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა;
ი) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
კ) სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) კანონმდებლობით დაკისრებულ ი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.
მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა🔗
+
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;
დ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, შინაგანაწესს, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აგრეთვე სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და ასისტენტს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
კ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
4. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე და ერთი მრჩეველი, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სააგენტოს თავმჯდომარის კურატორი მოადგილე.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა🔗
+
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ბ) ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
გ) ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი;
დ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
ა ) ადმინისტრაცი ული დეპარტამენტი;
ბ) მევენახეობა- მეღვინეობის რეგულირების დეპარტამენტი;
გ ) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები🔗
ა) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან სააგენტოში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და კოორდინაცია;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;
ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს ინტერესების სამართლებრივი დაცვა;
ზ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია სააგენტო;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში, სააგენტოს ინტერესების წარმოდგენა, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტების არსებობისას, შესაბამისი რეაგირება;
ლ) სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა და სააგენტოს ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
მ) სააგენტოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს თანამშრომლების საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული წერილების, ინფორმაციის და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა;
გ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) დარგის სტატისტიკური ანგარიშების და ტექნიკური რეგლამენტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი ანალიზი;
ე) მევენახეობის სტრატეგიული განვითარების ტექნიკურ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა და კვლევა.
3. ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან პროდუქტებზე, შესაბამისობის სერტიფიკატის მომზადება და გაცემა;
ბ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე, წარმოშობის სერტიფიკატების მომზადება, გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;
გ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის, საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;
დ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე, ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;
ზ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ფიზიკო-ქიმიური ანალიზების და ორგანოლეპტიკური დასკვნების მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა;
თ) ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი;
ი) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;
კ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
ლ) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;
მ) მოსალოდნელი მოსავლის პროგნოზირება, არსებული საწარმოო სიმძლავრეებისა და ნედლეულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ნ) ღვინის კომპანიების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების განზრახვისა და ვენახების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
ო) რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა;
პ) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) ვენახის ერთიანი კადასტრის წარმოება.
4. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, როგორც შიდა, ისე გარე, სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;
დ) დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს შესახებ ინფორმაციის და სიახლის განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ვ) სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ზ) სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა;
თ) საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტების უცხო ენაზე მომზადება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
+
1. ადმინისტრაცი ული დეპარტამენტის ფუნქციები ა :
ა ) დოკუმენტაციის დამუშავება , რეგისტრაცია , გაგზავნა, დოკუმენტების მოძრაობის აღრიცხვა ;
ბ ) საჯარო ინფორმაციის გაცემა ;
გ ) თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა ;
დ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და ადმინისტრაციული სახდელის დადებ ის შესახებ წინადადებების შემუშავება ;
ე ) სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა ;
ვ ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უ ზრუნველყოფა ;
ზ) სა ფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება ;
თ ) სააგენტოს ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება ;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
კ ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა ;
ლ ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების , საჩივრებისა და წერილების განხილვა ;
მ ) ხელშეკრულებების შედგენა ან / და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება , რომლებშიც ერთ - ერთ მხარედ გამოდის სააგენტო ;
ნ ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში , დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით , სხვა უფლებამოსილების განახორციელება .
2 . მევენახეობა- მეღვინეობის რეგულირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა ) კანონმდებლობის შესაბამისად ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან პროდუქტებზე შესაბამისობის სერტიფიკატების მომზადება და გაცემა ;
ბ ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა ;
გ ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა ;
დ ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ;
ე ) მხარის ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე ზედამხედველობა ;
ვ ) კომპეტენციის ფარგლებში ღვინის ჩამოსახარისხებლად ( ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ;
ზ ) რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი ;
თ ) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის ფიზიკო - ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ( მათ შორის საკონტროლო ანალიზების ) ჩატარებ ის უზრუნველყოფა და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან მათი შესაბამისობის დადგენა ;
ი ) სასაქონლო პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი ;
კ ) დარგობრივი ტექნიკურ - ტექნოლოგიური დოკუმენტაციის და სხვა პროექტების შემუშავება ან / და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;
ლ ) ვაზის სადედეების , სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება ;
მ ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების , აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება ;
ნ ) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან , შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება , გადამუშავება და ანალიზი ;
ო ) მოსალოდნელი მოსავლის პროგნოზირება , არსებული საწარმოო სიმძლავრეებისა და ნედლეულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ;
პ ) ღვინის კომპანიების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების განზრახვისა და ვენახების შესახებ ინფორმაციის დამუშავება ;
ჟ ) რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა ;
რ ) მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღ ე ბა ;
ს ) დარგობრივი ტექნიკურ- ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღ ე ბა ;
ტ ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული წერილების , ი ნფორმაცი ი ს და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ;
უ ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება , შესაბამისი პროგრამების , კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა .
3. მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძი რითადი ფუნქციები ა :
ა ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების , როგორც შიდა , ისე გარე სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა ;
ბ ) კომპეტენციის ფარგლებში , დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა ;
გ ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების , კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან / და მათში მონაწილეობის მიღება ;
დ ) დარგში სამეცნიერო - კვლევითი , ტექნიკურ - ტექნოლოგიური და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა ;
ე ) დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფ ა, სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს შესახებ ინფორმაციის და სიახლის განთავსებ ა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია ;
ვ ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობ ა;
ზ ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა , თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა .
თ ) სხვადასხვა დოკუმენტები ს უცხო ენაზე მომზადება ;
ი ) სააგენტოს თანამშრომლების საზღვარგარეთ ( სემინარებზე , კონფერენციებზე და სხვა ) სამივლინებო საბუთების მომზადებისას დახმარების გაწევა .
მუხლი 6. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია🔗
+
1. სააგენტოსთან იქმნება მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს თავმჯდომარე, დეგუსტატორების შრომის ანაზრაურება ხორციელდება სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. თავმჯდომარე ადგენს სადეგუსტაციო კომისიის წევრების შემადგენლობას.
2. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდნ ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე და ასისტენტი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზებას ახდენს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს დეგუსტაციის მთელი პროცესის ანონიმურობის სრულ დაცვას.
5. სადეგუსტაციო კომისიის მუშაობის წესი და პირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
+
დეპარტამენტის უფროსი:
ბ) ადგენს სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან გამოითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას და დოკუმენტებს;
ვ) თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან განსახილველად წარადგენს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ზ) თავმჯდომარის თანხმობით, მონაწილეობს სააგენტოში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
თ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 11 მარტის ბრძანება №2-67 - ვებგვერდი, 11.03.2013წ.
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე .
ბ ) ადგენს სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე ;
გ ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს ;
დ ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;
ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან გამოითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაცია ს და დოკუმენტებ ს ;
ვ) თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან განსახილველად წარადგ ე ნს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებ ს ;
ზ) მონაწილეობ ს სააგენტოში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში ;
თ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგ ე ნს წინადადებებ ს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე ;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში , დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელ ებს სხვა უფლებამოსილებ ებს .
2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს თავმჯდომარე ან / და თავმჯდომარის მოადგილე .
მუხლი 8. სააგენტოს ქონება🔗
+
1. სააგენტოს ქონება შედგება:
ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსება🔗
+
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი🔗
+
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები🔗
+
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-67, 17.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1637694-1/