მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.05.2012 ძალადაკარგული 13.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.103.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 2 მაისი

დ.მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის № 21 დადგენილების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი” თანახმად, დანართისა (დანართი 3 ფურცელზე).

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.12.2012წ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 17.01.2013წ.

 

დანართი

მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული

სოციალური დახმარების გაცემის

წ ე ს ი

  მუხლი 1

 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით ახალშობილებზე, ონკოლოგიურ ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების, დედ-მამით ობოლ და ინვალიდ ბავშვებზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე, ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულთათვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას უზრუნველყოფს კომისია (შემდგომ – კომისია).

2. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.

3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.

    მუხლი 2

საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.

    მუხლი 3

1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.

2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნების) შეფასებით.

3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალი ს წინებული დოკუმენტებისა თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიისა ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.

    მუხლი 4

1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს  არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე,  განსაკუთრებულად მძიმე-სოციალურ ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე თანხით 500 (ხუთასი) ლარისა,  კომისიასთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე.

2. სტიქიით (მათ შორის: ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის;

3. გარდაცვლილ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა და ლტოლვილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

5. მესტიის მუნი ცი პალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ:

ა) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს –150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) მარჩენალდაკარგულ  ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე   –100 (ასი) ლარი;

გ) ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

დ) ხანდაზმულებზე ( 90 წელი და ზემოთ) –150 (ას ორმოცდაათი ) ლარი;

ე) (ამოღებულია - 14.01.2013, №1);

ვ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე –50 ( ორმოცდაათი)ლარი;

ზ)  I-ჯგ. ინვალიდებზე  ––100 ( ასი) ლარი;

თ) გაჭირვებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 ( ასი) ლარი და არაუმეტეს 500  (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების გაწევაზე,  ერთჯერადი ფულადი დახმარების განსაზღვრაზე, განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გაცემის კომისია.

6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:

ა)  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ–ფაქტურის შესაბამისად, არაუმეტეს 30% –ის ოდენობით.

7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 4 დეკემბრის დადგენილება № 3 - ვებგვერდი, 07.12.2012წ.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 17.01.2013წ.

    მუხლი 5

1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

2. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.

    მუხლი 6

1. კომისია საქმისწარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.

2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 02.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1647124-2/